ბროლის ქოში - პირველი ეკლესია ქალებისთვის

სულ ცოტა ხნის წინ ტაივანში, აღმოსავლეთ სანაპიროზე გიგანტური შუშის შენობა გამოჩნდა, ქალის ფეხსაცმლის ფორმის. ბევრს ეგონა, რომ ეს მორიგი ატრაქციონი იყო, ზღაპრულ კონკიასთან დაკავშირებული, თუმცა ამ შენობის რეალურმა დანიშნულებამ ყველა გააოცა. ეს შუშის ფეხსაცმელი - ეკლესიაა. პროექტის ხელმძღვანელებს იმედი აქვთ, რომ ასეთი "მოდური და ქალური" ფორმა რაც შეიძლება მეტ ქალს მიიზიდავს.

არქიტექტორებმა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნაური ეკლესია 320 ლურჯი შუშის პანელისგან ააგეს. შენობა 17-მეტრიანია და მისი ღირებულება 23 მლნ დოლარია. შენობის აგების ისტორია კი სულაც არ უკავშირდება კონკიას, არ

ამედ 1960-იან წლებში ამ ადგილებში მომხდარ ამბავთან არის დაკავშირებული.

განგრენის გამო, ერთ გოგონა ვონგს, რომელიც ის-ის იყო უნდა გათხოვილიყო, ორივე ფეხი მოაჭრეს. გოგონა ვეღარ გახდა, დარჩენილი ცხოვრება კი ეკლესიაში გაატარა. უკვე გამოაცხადეს, რომ ეკლესიის აგება მის სახელს უკავშირდება და იქ რეგულარული მსახურება არ ჩატარდება - მხოლოდ საზეიმო და საქორწილო ცერემონიები.

სუსტი სქესის წარმომადგენლები რომ მიიზიდონ, ეკლესიაში მოაწყვეს ადგილები რომანტიკული შეხვედრებისა და სელფებისთვის. მიმსვლელ ქალბატონებს ასევე უმასპინძლდებიან ორცხობილებით და ნამცხვრებით. 

ადგილობრივ ქალბატონებს მიიზიდავენ თუ არა, ეს მომავლის საკითხია, ტურისტებს კი ნამდვილად იზიდავენ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები