გამოიცანით დიასახლისის ხასიათი სახლის მიხედვით

ამბობენ, რომ საკმარისია შეხედო სახლს და მიხვდები, როგორი დიასახლისი ჰყავს, როგორი ხასიათი აქვს.
შევეცადეთ გაგვერკვია, როგორ არის დამოკიდებული ერთმანეთთან სახლის ინტერიერი და დიასახლისის ხასიათი.

მცენარეების არჩევანი


ოთახის მცენარეებსაც კი შეუძლია მოგვაწოდოს გარკვეული ინფორმაცია დიასახლისის შესახებ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი ტროპიკული მცენაერების მოყვარული ადამიანი არის მოქნილი გონებისა და რბილი ხასიათის მფლობელი.
სეკულენტების მოყვარულები თავისუფლების და დამოუკიდებლების მოყვარულები არიან.

არეული სამზარეულო

სამზარეულოს აქსესუარების და ინვენტარის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, როგორი დიასახლისი ჰყავს ამა თუ იმ სახლს. თუ მაცივარი სავსეა პროდუქტებით და ინტერიერიც სავსეა
ბევრი ლამაზი ნივთით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ სახლის ქალბატონი კეთილი, გულღია და ესთეტიკის მოყვარული ადამიანია. თუ ბევრი დასასუფთავებელი საშუალებაც არის, ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ამ ქალბატონს სახლის დალაგება და სუსუფთავეც უყვარს.

ფერები საძინებელში


ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ლოგინის თეთრეულის მიხედვით ძალიან კარგად არის შესაძლებელი ქალის ხასიათის ამოცნობა.
მკვეთრი ფერების და პრინტების მოყვარულები ენერგიულები და მხიარულები არიან, სადა ფერების მოყვარულები კი უფრო ნაზები და თავშეკავებულები.

ავეჯის განლაგება

თუ სახლში ავეჯი ისეა განლაგებული, რომ იგრძნობა სივრცე, ეს იმას ნიშნავს, რომ ქალი გულღია და კეთილი ადამიანა, რომ მას უყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია.

არეულობა


ორგანიზებულ დიასახლისთან ურთიერთობა დიდი სიამოვნებაა, ასეთ ქალბატონებს ყოველთვის აქვთ სახლში კალენდარი და ზუსტად იციან, როდის რა უნდა გააკეთონ, ისინი ყველაფერში მოწესრიგებულები არიან, არეულობის მოყვარული დიასახლისი კი ცხოვრებაშიც მოუწესრიგებელი და ჩამოუყალიბებელია, არასდროს იცის ზუსტად, რა და როგორ უნდა.



კომენტარის დამატება