განსაკუთრებული ფასდაკლებები და შეთავაზებები განახლებული ჰუალინგ პლაზასგან


თუ გრანდიოზული საახალწლო ფასდაკლებებით სარგებლობა გსურთ, მაშინ ადგილი რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ, ჰუალინგ პლაზაა. ჰუალინგ პლაზა ახლახან განახლდა და მომხმარებლებს განსაკუთრებული სიახლეები შესთავაზა. სავაჭრო ცენტრში სხვადასხვა კატეგორიის მაღაზიებია თავმოყრილი, მათ შორის, ბევრი ახალი გახსნილია. ერთ სივრცეში თავმყორილია: სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი, აუთლეტები, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები. ჰუალინგ პლაზაში დაგხვდებათ შემდეგ ბრენდები: „მიჰაუსი“, „კარფური“, „ზუმერი“, „ალტა“, „გრანდ აუთლეტი“, „უნიკომი“, „ემბავუდი“, „აილიანგი“, „ბეკო“, „ალკორიუმი“, „ტექნოლაბი“, „მინისო“, „ლიდერი“, „მაგნიტ მოლი“ და „ვიბრანტი“.
განახლებისა და ახალ წლის აღსანიშნავად ჰუალინგ პლაზა მომხმარებლებს 24 დეკემბრიდან
31 დეკემბრის ჩათვლით გრანდიოზულ ფასდაკლებებსა და საჩუქრებს სთავაზობს. თუ სხვაგან ჩვეულებრივი ფასდაკლებებით სარგებლობთ, ჰუალინგ პლაზაში იმავე მაღაზიებში განსაკუთრებული ფასები და გამორჩეული ფასდაკლებები დაგხვდებათ. პლაზაში აცხადებენ, რომ ისინი უსაჩუქროდ არავის გაუშვებენ.

რაც შეეხება სიურპრიზებსა და საჩუქრებს, მათი ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელი და მრავალფეროვანია. პრიზებს შორის იქნება: Iphone 13, Mac Book, ტელევიზორი, მაცივარი, დინამიკები, გაზქურა, მოლის სასაჩუქრე ვაუჩერები და კიდევ უამრავი სხვადასხვა პრიზი.

24-31 დეკემბრის ჩათვლით მომხმარებლები, რომლებიც ყველაზე დიდ შენაძენს გააკეთებენ, მიიღებენ მოლის 5 000-, 1 500- და 500-ლარიან ვაუჩერებს. მათი გამოყენება ჰუალინგ პლაზას ნებისმიერ მაღაზიაში იქნება შესაძლებელი.
25 და 26 დეკემბერს კი პირველი 10 მომხმარებელი, რომელიც მინიმუმ 150 ლარს დახარჯავს მოლის ნებისმიერ მაღაზიაში, სავაჭრო ცენტრის 200-ლარიან ვაუჩერს მიიღებს.

ჰუალინგ პლაზა კავკასიის რეგიონის ყველაზე დიდი მოლია, რომელიც 110 000კვ.მ. ფართობზეა გაშლილი. ავეჯის ექსკლუზიური მწარმოებლები, ტექნიკა, სამშენებლო მასალები, ჰიპერმარკეტები, მცენარეები, ფარდები - მომხმარებელს ყველაფრის შეძენა ერთ სივრცეში შეუძლია.
ეწვით ჰუალინგ პლაზას ჯუმბერ ლეჟავას 22 ნომერში.
R

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები