ეს იაპონური სასტუმრო 1311 წლის არის და მთელი ამ ხნის განმავლობაში მასპინძლობდა სტუმრებს!

იაპონიაში, სოფელ ჰაიკავაში მდებარობს ყველაზე ძველი სასტუმრო მსოფლიოში, Nishiyama Onsen Keiunkan-ი. ის ჩვენი წელთაღრიცხვით 705 წელს გაიხსნა და წელს 1311 წელი შეუსრულდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს სასტუმრო მუშაობდა, მხოლოდ სარეომონტო სამუშაოების გამო თუ იკეტებოდა ძალიან მცირე დროით. მთელი ეს ასწლეულები, უკვე 52 თაობაა, ამ სასტუმროს ერთი და იგივე ოჯახი უძღვება.


გარედან სასტუმრო ასე გამოიყურება.

ბოლოს სასტუმრო 1998 წელს გაარემონტეს. ინტერიერი ძველ, ტრადიციულ იაპონურ სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა აღჭურვილია ყველანაირი თანამედროვე კომფორტის ელემენტით. აქ არის ყველაფერი, გარდა ინტერნეტისა და ტელევიზიისა. აქ ჩადიან

სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად, ცხელი, ბუნებრივი აბაზანების მისაღებად და მთებში საბოდიალოდ.

სასტუმრო მდებარეობს მთებში, ასე რომ, აქ საოცარი ხედი იშლება. მშვენიერი სურათია საუზმის დროს, დაგვეთანხმებით.

 


სასტუმროს სავიზიტო ბარათი ბუნებრივი ცხელი წლის აბაზანებია.


მენიუში შედის ტრადიციული იაპონური კერძები.


სახლი თბება ბუნებრივი ცხელი წლით, ასევე მთელი სასტუმრო ამ წყლით მარაგდება. სასტუმროს შესასვლელთან არის ასევე პატარა შადრევანი და ერთი დიდი აბაზანა.


სულ არის 35 ოთახი. ყოველი მათგანი ტერადიციულ იაპონურ სტილშია მოწყობილი. უძველესი დროიდან ამ ოთახებში ჩერდებოდნენ და ისვენებდნენ სამურაები და იმპერატორები. აქ მოდიან დასასვენებლად გერე სამყაროსგან მოწყვეტის მსურველები.


ზოგიერთი ნომრიდან არის გასასვლელეი პატარა ინდივიდულაურ აუზთან, ხოლო მათტვის, ვისაც აუზში ბანაობა აღარ უნდა, არის ასევე საუნა.


ეს სასტუმრო ამდენი წელი იმიტომ არსებობს, რომ მის მეპატრონეებს ის ძალიან უყვართ, უფრთხილდებიან და აქვთ დიდი სურვილი, სულიერი სიმშვიდე და ბედნიერება სხვებსაც უწილადონ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები