საბურავი ნიჟარის ნაცვლად და ბეწვის უნიტაზი - ყველაზე კოშმარული სახლები მსოფლიოში

სამწუხაროდ ისეც ხდება, რომ ორიგინალობის ძიებაში ადამიანები საკმაოდ უცნაურ ინტერიერს იღებენ.
მართლაც საოცარია, როგორ ცხოვრობს მსგავს პირობებში ადამიანი, ფანტაზია კი იმდენად მდიდარი აქვთ ხოლმე, რომ სამზარეულოში როიალსაც კი შეხვდებით.
როგორც დიზაინერები ამბობენ, ბევრი ამას უბრალოდ გასართობად აკეთებს, თუმცა ვინ იცის... ფაქტია, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც ეს მართლა მოსწონს. 

აი, ეს ცისარტყელასებრი ინტერიერი მართლაც გააოცებთ თავისი სიკაშკაშით. ასეთ ფერებში რამდენად მყუდროდ შეიძლება იგრძნოს თავი ადამიანმა, თავად განსაჯეთ.


ეს ინტერიერიც ძალიან პრაქტიკულია. ყველაფერი ახლოს არის, აბაზანა, სამზარეულო, ერთი სიტყვით, შორს წასვლა არაფრისთვის მოგიწევთ.


თუ ვინმე მიხვდებით, რატომ არის აბაზანა კიბის ქვეშ, ქედს მოვიხრით თქვენი საზრიანობის წინაშე. ჩვენი აზრით, ეს ძალიან რიტორიკული შეკითხვაა.


ასეთ სინაზეში და სიფუმფულეში ცხოვრება ნეტავ, ბევრს უნდა?


და ეს ყველაფერი არ არის, სამწუხაროდ, უსახური ინტერიერის კიდევ ბევრი მაგალითი შეგვიძლია შემოგთავაზოთ.













კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები