დახრილი სახლების ქალაქი - უცნაური მოვლენა ბრიტანეთში

ახლა გვინდა მოგითხროთ ერთ უცნაურ ქალაქზე, ლავენჰემზე, რომელიც დიდი ბრიტანეთში, ლონდონიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოსთვის ლავენჰემი ნისლიანი ალბიონის ყველაზე მდიდარ ქალაქად ითვლებოდა. აქ საუკეთესო ქსოვილებს აწარმოებდნენ. ამ ქალაქიდან ხაზინაში შესული გადასახადები მნიშვნელოვნად აღემატებოდა ისეთი დიდი ქალაქების გადახდილ სახაზინო თანხებს, როგორებიც იყო იორკი და ლივერპული. წარსული დიდების ამოკითხვა დღესდღეობითაც შესაძლებელია. ლევენჰემს საცხოვრებლად უამრავი ხალხი მიაწყდა. იწყეს სახლების სახელდახელოდ შენება. საშენ მასალად ხშირად ნესტიან ფიცრებს იყენებდნენ. თუმცა, მოულოდნელად კოლჩესტერში უფრო იაფი ნაჭრის წარმოება დაიწყეს, კონკურენცია გაიზარდა და ერთ დროს

ასეთი წარმატებული და აყვავებული ქალაქი ნელ-ნელა ჩაქრა. ნესტიანი ფიცრები კი გამოშრა და სახლები გადაიხარა. აი, როგორ გაჩნდა ლავენჰემში ამდენი გადახრილი სახლი.

კომენტარის დამატება