ყველაზე უჩვეულო საზოგადოებრივი საპირფარეშოები

ქუჩის საპირფარეშო, პისუარები ვიდეოთამაშებით, საპირფარეშო ჯიხური გაუდის სტილში. რას არარ იცონებენ ადამიანები ბუნებრივი მოთხოვნილებების კომფორტულად და ლამაზად დასაკმაყოფილებლად. არქიტექტურული დიზაინერები გვიმტკიცებენ, რომ საპირფარეშო იუმორი არამარტო კინოსა და ლიტერატურაში არსებობს.



საპირფარეშო დესერტი სახელწოდებით “მდნარი ოცნება”. საპირფარეშო ბიენალეს Oita Toilennale 2015 ექსპონატი გახლდათ.



ზვიგენის ხახის სტილის პისუარი შეგხვდებათ ტორონტოში, რესტორან Jack Astor-ში. სპეციალური წარწერა მომხმარებელს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.



ახალზელანდიური მატაკანის საზოგადოებრივი საპირფარეშო კი მათი საამაყო ადგილია. ეს უჩვეულო კაბინები 2009 წელს გაიხსნა. საპირფარეშოს დამამშვენებელი სკულპტურები 400.000 დაჯდა.



ხოლო კონკურსის, “ამერიკის საუკეთესო საპირფარეშო” 2013 წელს

გამარჯვებული მინეაპოლისში მდებარეობს. ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სასახლის მსაგვს საუცხოო შენობაში მოგიწევთ, რატომაც არა?



ჩინეთის ქალაქ ჩუნცინში კი საპირფარეშოების ყველაზე დიდი ცენტრი მდებარეობს. აქ 1000-ზე მეტი საპირფარეშოა განლაგებული 3000 კვადრატული მეტრის ფართობზე და 4 სართულზე. აქ შესულ ადამიანს შეუძლია დატკბეს მშვენიერი მუსიკით ან უყუროს ტელევიზორს. აქ შეხვდებით ნიანგის თავის ტიპის პისუარებს ან სხვა ორიგინალურ ფიგურებს.



მიწიდან ამომავალ საპირფარეშოს წააწყდებით ევროპაში. ეს სისტემა ერთ-ერთმა ნიდერლანდურმა კომპანიამ შეიმუშავა. ამ საპირფარეშოს ღირებულება შეადგენს 65.000 აშშ დოლარს. მათ, როგორც წესი, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ამონტაჟებენ და მიწიდან ძირითადად დასვენების დღეებში ამოაქვთ, რადგან სამუშაო დღეებში მათზე დიდი მოთხოვნილება არ არის. ჯერ-ჯერობით პისუარების ის ვერსია არსებობს, რომელიც მამაკაცებზეა მორგებული, თუმცა ქალბატონებისთვის განკუთვნილ დიზაინზეც მიმდინარეობს მუშაობა.



ეს კი პორტატიული ქუჩის საპირფარეშოა, რომლის კონსტრუქციაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების დროს ადამიანი დატკბეს ბუნების ლამაზი პეიზაჟით. ასეთ საპირფარეშოს შეხვდებით როტერდამში.



პისუარები კონტროლითა და ვიდეოთამაშებით გააკეთეს 2013 წელს პენსილვანიაში. სისტემა შეიმუშავა ერთ-ერთმა ბრიტანულმა კომპანიამ.



ტეხასში კი ნახავთ აბსოლუტურად შუშის საპირფარეშოს, რომელიც იძლევა საშუალებას, შიგნით მყოფმა ადამიანმა თავისუფლად დაინახოს ყველაფერი, რაც ხდება გარეთ, ქუჩაში და ამავდროულად თავად, რა თქმა უნდა, არ ჩანდეს.



კილიმანჯაროს მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე, კლდის წვერზე, 4600 მეტრ სიმაღლეზეც შეხვდებით საპირფარეშოს. აქედან ულამაზესი ხედი იშლება.



ჰაერზე გასვლა კი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, შეგიძლიათ ისლანდიაში, გეოთერმულ ელექტროსადგურ კრაფლში. აქ შხაპის მიღებაც შეგიძლიათ.



ინდის სანაპიროზე, მთის წვერზე, ბუდისტურ მონასტერ ტიკსში კი არის საპირფარეშო, რომლიდანაც არაჩვეულებრივი პანორამული ხედი იშლება.



კანადაში არსებული ეკო საპირფარეშო კი სამეფო ტახტს მოგაგონებთ.



დიდი კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ბუნებრივ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას აი, ასეთ ადგილებში ახერხებენ.



ეს კი სხვა არაფერია თუ არა ვენის სასახლის საპირფარეშო, რომელიც მე-17 საუკუნეშია აშენებული.



ეს საპირფარეშო კი, პანორამული ხედით, მდებარეობს ლაოსში. ის განსაკუთრებულია იმით, რომ ადამიანს შეუძლება ისარგებლოს როგორც ფეხზე მდგარმა, ისე დამჯდარმა.



აი, ასეთ საპირფარეშოს შეხვდებით ნორვეგიაში, ხულდეფოსენის წყალვარდნილთან.



გაუდის სტილის კაბინებს კი ბრაზილიაში, საკურორტო ზონა პრაია-დუ-ფორტეში ნახავთ.



მშვენიერი ალპური ხედებით ტკბობას კი მე-19 საუკუნის მხატვრის, ჯოვანი სეგანტინის სახლის საპირფარეშოში შეძლებთ.

კომენტარები

კესო 2016-05-03 14:15
მეექვსე ფოტო ძალიან ამაზრზენია თავისი შინაარსით, ჩინეთი არ ვიცი, უფრო მუსლიმურ სახელმწიფოში მგონია.

კომენტარის დამატება