შესასვლელი კარი შუშისაა, რადგან ქურდობის არავის ეშინია - როგორ სახლებში ცხოვრობენ ავსტრალიელები


ეს სახლები მართლაც გაგაოცებთ

ზოგჯერ ძალიან ძნელია, უცხოელების მენტალიტეტის გაგება, მათი ტრადიციების აღქმა, მაგრამ ამაში გასაკვირი არაფერია.
ამჯერად გვინდა ავსტრალიაზე გესაუბროთ, გარწმუნებთ, ამ ქვეყნის შესახებ ბევრი სიახლე და ამბავი გაგაოცებთ, ბევრი რამ კი შესაძლოა გამოიყენოთ კიდეც საკუთარი სახლის ინტერიერის მოწყობის დროს.

საძინებელი უმთავრესია


ავსტრალიელებს ძალიან უყვართ სივრცე. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ სახლის სიდიდე საძინებლების რაოდენობით იზომება. იდეალური ვარიანტია, სახლში სულ მცირე, 3 საძინებელი მაინც თუ იქნება და არ აქვს მნიშვნელობა მასშტაბებს. მაგალითად, 400 კვ.მ ფართობში შესაძლოა იყოს 4
საძინებელი და 120 კვ.მ.ში - 5. 
საცხოვრებელი სახლის განახლების მიზეზი შესაძლოა ოჯახის წევრის შემატება გახდეს. დაიბადა ბავშვი? ავსტრალიელები მაშინვე ახალ ბინას და სახლს ყიდულობენ. როდესაც ბავშვები დაიზრდებიან და სახლიდან მიდიან, მშობლები უფრო პატარა სახლში გადადიან.

უჩვეულო გისოსები

მიუხედავად სართულისა, ავსტრალიელებს სახლის ფანჯრებზე ყოველთვის აქვს გისოსები, თუმცა პარადოქსია ის, რომ გისოსებს სახლის ფანჯრის მხოლოდ ერთ ნაწილს უკეთებენ. გარდა ამისა, გისოსის გაღება გარედანაც არის შესაძლებელი. ფანჯრის მეორე ნახევარი ჩვეულებრივია, ასე რომ, გისოსებს უსაფრთხოების ფუნქცია ნამდვილად არ აკისრია, ის უფრო დეკორად არის გამოყენებული.

საუკეთესო მასალა - აგური


კლასიკური ავსტრალიური სახლები აგურით არის ნაშენები, თუმცა ძველ რაიონებში ფანერის სახლებსაც შეხვდებით. ყველა სახლს აქვს საკუთარი ვერანდა ან ეზო ფარდულით.

შუშის კარი და ფანჯარა


ეს ტენდენცია ავსტრალიელების მენტალიტეტიდან მომდინარებს, რომელთაც ძალიან უყვართ გამჭვირვალობა. სწორედ ამიტომ შესასვლელი კარიც კი მინის აქვთ. აქ ქურდების არ ეშინიათ, რამეთუ ქურდობა და ყაჩაღობა კანონის მიხედვით უმკაცრესად ისჯება.

სამრეცხაო აუცილებელია

ავსტრალიელები ძალიან სისუფთავის მოყვარული ერია. მათ სახლებში აუცილებლად შეხვდებით არა ერთ, არამედ ორ ან სამ სარეცხის მანქანას. უფრო მეტიც, მათ სარეცხის მანქანებისთვის სპეციალური ოთახიც აქვთ გამოყოფილი. ე.წ. სამრეცხაო.

სახლი ბინაზე უკეთესია


ბინებში მოსახლეობის მხოლოდ 30 % ცხოვრობს, დანარჩენი 70 % უპირატესობას კერძო სახლს ანიჭებს.
რატომ? პასუხი მარტივია - კერძო სახლში მეტი სივრცეა.

სასადილო და სამზარეულო ერთ ზონაში


ავსტრალიელებისთვის უცხოა შეზღუდული სივრცე, ამიტომ მათ ურჩევნიათ სასადილო და სამზარეულო ზონა ერთ დიდი ზონად აქციონ, ასე თავს ბევრად კომფორტულად გრძნობენ.

ზამთარში ცივა

თუ სახლი აგურის არ არის, ძალიან თხელი კედლები აქვს და ზამთარში ძალიან ცივა. ცენტრალური გათბობის, რადიატორებისა და დათბობის შესახებ აქ არც კი სმენიათ. მართალია, ამ ქვეყანაში არც ისე მკაცრი ზამთარი იცის, მაგრამ სიცივე მაინც იგრძნობა.

კომუნალური გადასახადები


მრავალსართულიანი სახლები ავსტრალიაში არ არის, ყველაზე მაღალი სახლი შესაძლოა ხუთსართულიანი იყოს, გაზს ელექტროენერგიას და წყალს ყველა თავისთვის აკეთებს და საკმაოდ სოლიდურ გადასახადებსაც იხდიან.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები