ყველაზე მდიდრული და გემოვნებიანი იახტები, რომლებზეც ცნობილმა დიზაინერებმა იმუშავეს


უმდიდრესი ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ ყოფილიყვნენ გამორჩეულები თავიანთ წრეში, ხაზი გაესვათ საკუთარი შესაძლებლობებისთვის და გემოვნებისთვის. დღესდღეობითაც ზოგი სახლებით, სასახლეებით ცდილობს ხალხის გაოცებას, ზოგი ავიალაინერს ყიდულობს საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებისთვის, ზოგი კი - იახტას. ერთმანეთის ჯიბრით ისინი მსოფლიოს საუკეთესო და ძვირადღირებულ დიზაინერებს იწვევენ რათა შექმნან საკუთარი გასართობი და დასასვენებელი სივრცე ზღვაში. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი კომფორტის მიღებაა შესაძლებელი თუნდაც იახტაზე.

სუპერ იახტა პრინც ალ ვალიდისთვის მსოფლიო მეტრისგან, ლუიჯი სტურკიოსგან


ლუიჯი სტურკიო იახტების ყველაზე პოპულარულია დიზაინერია, რომელიც საქმეს ხელს არ მოჰკიდებს, იახტის სიგრძე მინიმუმ
50 მეტრი მაინც თუ არ იქნება. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, პრინცი ალ ვალიდის იახტა სწორედ მისი გაკეთებული გახლდათ 1980 წელს. ბევრი წლის განმავლობაში ეს იახტა მსოფლიოში ყველაზე დიდი იახტად ითვლებოდა, თუმცა მოგვიანებით მასზე დიდი იახტებიც გამოჩნდა ასპარეზზე. რეკორდული 85,9 მ ბევრ მაგნატს უკარგავდა მოსვენებას, კონკურენცია სულ უფრო და უფრო მძაფრდებოდა და იქმნებოდა მცურავი გასართობი ცენტრები.


უნდა აღინიშნოს, რომ იახტის მფლობელს მშვიდი ცხოვრება არასდროს ჰქონია, ეს ადგილი ყოველთვის აინტერესებდა და იზიდავდა სტატუსიან სტუმრებს. მას შემდეგ კი, რაც იახტა გამოჩნდა ერთ-ერთ ფილმში ჯეიმს ბონდის შესახებ, მისი პოპულარობა ერთიორად გაიზარდა. სხვათა შორის ეს იახტა ერთი პერიოდი აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც კი ეკუთვნოდა.
იმისათვის, რომ დაკმაყოფილებულიყო პრინცის ყველა მოთხოვნა იახტაზე იყო მოწყობილი: 5 ბაქანი დისკოთეკისთვის, კინოთეატრი, ვერტმფრენის მოედანი, აუზი, 2 ლაუნჯ ზონა, სასტუმროები, ბარი, 11 ლუქს ოთახი ეკიპაჟის 48 წევრის განსათავსებლად.

დევიდ ლინლის მიე შექმნილი სუპერ იახტა ლედი მოურა

ეს ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და მდიდარი იახტა გახლდათ მსოფლიოში. სულ ცოტა ხნის წინ მას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და იახტამ სტატუსი შეინარჩუნა, ის ისევ საუკეთესო იახტად მიიჩნევა, აღსანიშნავია, რომ ამ იახტაზე ხესთან დაკავშირებული ყველა სამუშაო ინგლისის დედოფლის ძმისშვილის, დევიდ ლინლის მიერ არის ჩატარებული. ეს კი სამეფო ხარისხია, აქ ყველაფერი ხელით არის გაკეთებულ წითელ ხისგან. იახტაზე არის 13 ლუქს კაიუტა, ვერტმფრენის მოედანი, აუზები ბარები სატრენაჟორო დარბაზები, იახტას ეკიპაჟის 70 წევრი ემსახურება.


მათემატიკოსის, ჯონ მანფორის სუპერიახტა


მიუხედავად მოკრძალებული გაბარიტებისა (68 მ), ჯონ მამფორდის იახტა არაფრით ჩამოუვარდება მაგნატების სიამაყეს. განსხვავებით მაგნატებისგან, ჯონს მოგზაურობა უყვარს და მისი იახტაც მხოლოდ 8 სტუმარზეა გათვლილი 4 ლუქს კაიუტით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები