რატომ არ შეიძლება გასაღების საკეტში დატოვება


საკეტებს ძალიან ბევრი ცრურწმენა უკავშირდება. ამბობენ, რომ დაკეტილი საკეტი საიდუმლოს სიმბოლოა, ასევე დაცვაა არა მხოლოდ გარე პირებისგან, არამედ ეზოთერული გაგებითაც. არსებობს ასევე მოსაზრება, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საკეტში გასაღების დატოვება, მით უმეტეს, შიგნიდან. გადმოცემის თანახმად, საკეტში დატოვებულმა გასაღებმა შესაძლოა მიიზიდოს ნეგატიური ენერგია, არაწმინდა სულები და პრობლემები შეუქმნას სახლის პატრონს. ოჯახში თავს იჩენს არეულობა, კონფლიქტები ოჯახის წევრებს შორის და ა.შ.

თუ ერთხელ მაინც დაგრჩათ გასაღები კარში, უნდა ჩაატაროთ გარკვეული მანიპულაციები, რათა თავი აარიდოთ უსიამოვნებებს. მანიპულაციებში იგულისხმება სახლის განწმენდა ნეგატივისგან, საამისოდ
კი ყველაზე ეფექტური სახლის კურთხევაა.

ამბობენ, რომ, საკეტში დაფიქსირებული გასაღები დააფიქსირებს ასევე სახლის მეპატრონის აზრებს, გააჩერებს მათ და არ მისცეს განვითარების საშუალებას. ეს დამთრგუნველია როგორც მეპატრონისთვის, ისე ოჯახის სხვა წევრებისთვის. ასე რომ ეცადეთ აკონტროლოთ თქვენი გასაღები და არ დატოვოთ საკეტში.

კომენტარის დამატება