ცოლ-ქმარმა ძველი თასი იყიდა... რომ გადააბრუნეს, ეს დაინახეს და გაოგნდნენ!

ერთ-ერთი ამერიკული წყვილი, თავისდაუნებურად ნამდვილი განძის მფლობელი გახდა. რამდენიმე წლის წინ, როდესაც ცოლ-ქმარი მათ სახლთან ახლოს სეირნობდა, შემთხვევით წააწყდა გამოფენა-გაყიდვას, რომელიც ერთ-ერთ ოჯახს ჰქონდა მოწყობილი. ოჯახი საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადადიოდა და ყველაფერი თან რომ არ წაეღოთ, გადაწყვიტეს, გაეყიდათ ნივთების უმრავლესობა. ბევრ საინტერესო ნივთს შორის წყვილის ყურადღება მიიპყრო ერთმა ფიალამ, რომელიც ორიგინალური ორნამენტით იყო დამშვენებული. შევაჭრების შემდეგ ეს ფაიფურის თასი წყვილმა სამ დოლარად შეიძინა.
ცოლ-ქმარს ამ შენაძენისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია და ის რამდენიმე წლის გამნავლობაში მათ ბუხარს ამშვენებდა. ასე გაგრძელდებოდა ალბათ კიდევ

მრავალი წელი, რომ არა ერთი შემთხვევა - წყვილმა ტელევიზიით ნახა გადაცემა, რომელშიც საუბარი იყო ფაიფურის ფიალების კოლექციის შესახებ.

 

მათ გაიხსენეს თავიანთი შენაძენი. ცნობისმოყვარეობის გამო საგულდაგულოდ დაათვალიერეს, დაუთვალიერეს ძირი და სწორედ ისეთი წარწერა აღმოაჩინეს, რომელზეც ზემოთ აღნიშნულ გადაცემაში იყო საუბარი. ნაყიდი ფიალა შესაფასებლად ანტიკვარიატის მაღაზიაში მიიტანეს. ვერდიქტმა გააოცათ - როგორც აღმოჩნდა, ფიალა იყო არა ძვირფასი, არამედ ძალიან ძვირფასი. ის სუნების დინასტიის ეპოქის დროინდელია, რომელიც ჩინეთში დაახლოებით ათასი წლის წინ ბატონობდა.
პირველადი შეფასებით ეს ფიალა 300.000 დოლარად იქნა შეფასებული. თუმცა უფრო საგულდაგულო ანალიზის შედეგად დამტკიცდა,რომ სრულიად უნიკაური ნივთია. ფიალა სოთბის აუქციონზე გაიტანეს და შედეგად ფანტასტიურ ციფრად, 2 225 000 დოლარად გაიყიდა.


მართლაც უცმნაური და საიცარია, ასეთი ძვირფასი ნივთი სულ რაღაც სამ დოლარად შეიძინა ადამიანმა ჩვეულებრივ გამოფენა-გაყიდვაზე. ძველ მეპატრონეებს კი აზრადაც არ მოუვიდოდათ, რომ ასეთი ძვირფასი ნივთის მფლობელები იყვნენ.
ასე რომ, სანამ ძველებური ნივთის თავიდან მოშორებას გადაწყვეტთ, ყურადღებით იყავით, იქნებ თქვენი ნივთიც უნიკალურია.

კომენტარები

mariami 2016-05-25 19:05
magaria awi yvela nivts sshevamowmeb
მაშა 2016-05-19 22:32
ხალხო, არ გბეზრდებათ ასეთი სისულელეების ჩმახვა?

კომენტარის დამატება