რატომ აკრავდნენ საბჭოთა კავშირის დროს შპალერის ქვეშ გაზეთებს

სსრკ-ს დროს მრავალი უნიკალური და საინტერესო პრაქტიკა არსებობდა, რომელიც ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც თანამედროვე ადამიანები აკეთებენ. ერთ-ერთი ასეთი პრაქტიკაა გაზეთების გამოყენებით შპალერის გაკვრა. საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა ვიღაცამ გაზეთების გამოყენება ქაღალდის ნაცვლად? მიუხედავად ამ არასტანდარტული გადაწვეტილებისა, ის იმ წლებში საკმაოდ პოპულარული ლაიფ ჰაკი იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ გაზეთების გამოყენება არ იყო ექსკლუზიურად საბჭოთა პრაქტიკა; ეს მეთოდი სამშენებლო მასალების დეფიციტის გამო სხვა ქვეყნებშიც გამოიყენებოდა.

შპალერის ქვეშ კედელზე გაზეთების რამდენიმე ფენის გაკვარას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში XIX საუკუნის ბოლოდან იყო
პოპულარული, როდესაც შპალერი ხელმისაწვდომი გახდა მასობრივი მომხმარებლისთვის. 

ეს მეთოდი გამოიყენებოდა, როგორც ფულის დაზოგვის საშუალება ოცდაათიან წლებში აშშ-ში, სამოციან და სამოცდაათიან წლებში სსრკ-ში და ინდოეთისა და ჩინეთის გარკვეულ რეგიონებში. სხვათა შორის, ეს პრაქტიკა ამ ქვეყნების ზოგიერთ რაიონში დღესაც პოპულარულია.
შპალერის ქვეშ გაზეთების გაკვრის ერთ-ერთი მიზეზი ზედაპირის გასწორება იყო. შპალერი, რომელიც იმ ხანებში იყო ხელმისაწვდომი, ვერ დაიკვეხნიდა გლუვი ზედაპირით. როგორც წესი, მას მცირე დეფექტები აღენიშნებოდა, ასეთმა ნაკლოვანებებმა გამოიწვია არაესთეტიკური ვიზუალი და დაადაბლა შპალერის, როგორც მოსაპირკეთებლი მასალის ხარისხი.

ამ პრობლემის მოგვარების ყველაზე ხელმისაწვდომი და მარტივი გამოსავალი გაზეთის, როგორც დამატებითი მასალის გამოყენება აღმოჩნდა. ეს იყო ერთგვარი ინოვაციური ხრიკი, რამაც შესაძლებელი გახადა უმოკლეს დროში გადაჭრილიყო უსწორმასწორო ზედაპირების პრობლემა და მიეღოთ შპალერისთვის იდეალური კედელი. სხვა მასალები გლუვი ზედაპირის მისაღებად საბჭოთა პერიოდში არ არსებობდა, ცოტამ თუ იცოდა, რომ ამ მიზნით პრაიმერის გამოყენება შეიძლებოდა. გარდა ამისა, ის საკმაოდ ძვირი ღირდა და მიუწვდომელი იყო რიგითი მოქალაქეებისთვის. ამიტომაც, ხალხს გაუჩნდა იდეა გაზეთების გამოყენების შესახებ, რამაც შესაძლებელი გახადა პრობლემური ადგილების გასწორება ბათქაშის დამატებითი ფენის საჭიროების გარეშე. გაზეთების ფენა ფარავდა უსიამოვნო რელიეფს.
ეს მასალა ადვილად ხელმისაწვდომი და საკმაოდ ეკონომიური იყო.

გლუვი კედლების ეფექტი მიიღებოდა ქაღალდის გაშრობის შემდეგ, როდესაც გაზეთი იჭიმებოდა და ფარავდა კედლებში მცირე დარღვევებს. სერიოზული დეფექტების შემთხვევაში ზოგჯერ 2 ან თუნდაც 3 ფენა გაზეთს აწებებდნენ. გაზეთები, სიმსუბუქის გამო, უკეთესად ეწებებოდა შელესილ და უბრალო ბეტონის კედლებს.

საბჭოთა პერიოდში არ არსებობდა სპეციალური წებო. ხალხი მას თავად ამზადებდა სახამებლისგან, თუმცა, ასეთი ნარევის გამოყენება თითქმის შეუძლებელი იყო თხელ ერთფენიან ქაღალდის მასალაზე, რადგან ის ხშირად იშლებოდა. გარდა ამისა, საბეჭდი მელანი ხშირად შეიცავდა ნივთიერებებს, რომლებსაც დროთა განმავლობაში შეეძლოთ წებოს განადგურება.

გაზეთების ბაზამ შესაძლებელი გახადა უფრო საიმედო წებოვანი მასალის შექმნა, რადგან ის გაცილებით მსუბუქი იყო. საყრდენი არა მხოლოდ აფიქსირებდა ქაღალდის მასალას, არამედ იცავდა მას. შპალერი არ ეხებოდა ბათქაშს, რაც საშუალებას აძლევდა შეენარჩუნებინა პირვანდელი სახე.

იმ დროს სსრკ-ში არ არსებობდა კარგი ხარისხის შპალერი, იყიდებოდა თხელი და მყიფე ქაღალდის შპალერი, რომლის ხარისხი შორს იყო იდეალურისგან. გაზეთის ფენის წყალობით, შესაძლებელი გახდა დაწებებისას დაზიანების თავიდან აცილება, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, სახლების კედლები ხშირად არათანაბარი იყო.

გაზეთის ბაზად გამოყენება საჭირო აღარ არის. თანამედროვე ქაღალდის მასალები მაღალი ხარისხისაა, განსხვავებით მათი წინამორბედებისგან. არსებობს სამშენებლო ნარევების დიდი არჩევანი, რომელიც საშუალებას იძლევა იდეალურად გაათანაბროთ კედლების ზედაპირები, ამიტომ, როგორც წესი, მათზე გამოიყენება პრაიმერი და სსრკ-ში გამოყენებული მეთოდი აღარ არის აქტუალური.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები