რუსეთში ყველაზე ძვირად ღირებული სახლი იყიდება, ღვინის ოთახით, ბუხრის ოთახით, ბოულინგის დარბაზით, კარაოკეთი... - ვის ეკუთვნის 120-მილიონდოლარიანი სასახლე

ეს არ არის მხოლოდ სახლი, ნამდვილი სასახლეა. მისი ფართობი 7000 კვადრატული მეტრია, ხოლო ფასი 10 მილიარდი რუბლია (დაახლოებით 124,224,159 დოლარი). ის ამჟამად რუსეთში გასაყიდად არსებული ყველაზე ძვირად ღირებული უძრავი ქონებაა.

აღნიშნული უძრავი ქონება რუბლიოვკაზე მდებარეობს, "გრინფილდის" "მილიონერთა სოფელში" და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ექსპერტებმა რუსეთში ყველაზე ძვირადღირებულ სახლად დაასახელეს. ამ ქონების მფლობელი ზიად მანასირია, დიდი ჰოლდინგის დამფუძნებელი, რომელიც ფორბსის სიაშია. მან ამ სასახლის მშენებლობა ოჯახისთვის დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო.


სამსართულიანი სახლი 7000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. ინტერიერი "ლუქს-ბოჰო" სტილშია გაფორმებული: მარმარილოს იატაკი,
ძვირფასი ხე, ბროლის ჭაღები, კლასიკური ავეჯი, მარმარილოს ბუხრები და კედლებზე რუსული ბუნების ამსახველი პეიზაჟები.


საერთო სტილი შეიძლება შეფასდეს, როგორც "ეკლექტიკური": მასში წარმოდგენილია ინგლისური კლასიციზმის ელემენტები, ბაროკოს დეტალები, ფსევდოგოთური და აღმოსავლური მოტივები.



მეპატრონეებისა და მათი შვილებისთვის სტანდარტული საერთო და კერძო სივრცეების გარდა, სახლში არის ბიბლიოთეკა, მუსიკალური დარბაზი, ღვინის ოთახი, ბუხრის ოთახი, სარდაფი, ბოულინგის დარბაზი, კარაოკე, საცურაო აუზი და სხვა მდიდრული კეთილმოწყობა, რაც აუცილებლად მოეწონებათ სასახლის მომავალ მფლობელებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები