შოკისმომგვრელად პატარა სახლები მსოფლიოში - ხალხი კარადაშიც კი ცხოვრობს

შესანიშნავია, როდესაც შენი სახლი შენი ციხესიმაგრეა. მაგრამ რას იტყვით იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს კარადის ან თუნდაც მოზრდილი საბარგო ჩემოდნის ტოლ ფართში უწევს ცხოვრება, ან რამდენიმე კვადრატულ მეტრში? გაგიკვირდათ?
არადა, არის ქალაქები, სადაც ბინებს ისეთი ფასი აქვს, რომ ადამიანები იძულებულები არიან მსგავსი პარამეტრების საცხოვრებელში მოთავსდნენ.
ეს პაწაწინა საცხოვრებლები კომფორტით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან, თუმცა მასში ადამიანები მაინც ბინადრობენ. ზოგი ასეთ სახლს ქირაობს, ზოგისთვის კი პირადი საკუთრებაა.


გოტენბურგი

15 шокирующе маленьких жилищ мира
ეს შვედური პაწაწინა სახლია. მიუხედავად იმისა, რომ აქ ძალიან ცოტა ადგილია, ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ

აქ ცხოვრება შეუძლებელი ნამდვილად არ არის.
სახლი განლაგებულია სამ სართულზე და აღჭურვილია ორი კიბით. აქ არის სამზარეულო, აბაზანა საშხაპეთი და მისაღები ოთახი. გაგიკვირდბათ და ამ სახლში არის საკუჭნაო და სასადილო ზონა. სახლის ძირითად სივრცე გახსნილია.
ლონდონი

15 шокирующе маленьких жилищ мира
ლონდონი მსოფლიოს უძვირესი ქალაქია. ეს პატარა, ერთოთახიანი ბინა ლონდონის ერთ-ერთ პოპულარულ უბანში მდებარეობს. ამ სახლს მოიხსენიებენ როგორც უნიკალურ ერთკაციან სახლს. ამ ბინის ფასი 347000 დოლარია. ეს იდეალური ვარიანტია მათთვის, ვინც სახლში დროის უმცირეს მონაკვეთს ატარებს.

როდ აილენდი - 48-ბინიანი სახლი

15 шокирующе маленьких жилищ мира
 ეს ამერიკის პირველი სავაჭრო-გასართობი ცენტრი გახლდათ. ის 188 წლის წინ აშენდა. მასში 48 მიკროსახლია.
თუ თქვენ მხოლოდ ორი ჩემოდანი გაქვთ, ამ სახლში თავისუფლად მოკალათდებით. თითოეულ სახლში არის ორი საწოლი, კომოდი, ტელევიზორი და სამზარეულო მაგიდა. ასევე  კეთილმოწყობილი აბაზნა. ასევე არის დამატებითი ადგილი ველოსიპედისთვის,

დასაშლელი სახლი

15 шокирующе маленьких жилищ мира

ეს დასაშლელი სახლია, რომლის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანაც ნებისმიერ დროს შეგეძლებათ. სახლი ეკოლოგიურად სუფთა მასალითაა გაკეთებული. ზედგამოჭრილია იმ ახალგაზრდა სამხრეთაფრიკლელებისთვის, რომელთაც ვერ გადაუწყვეტიათ, სად ურჩევნიათ ცხოვრება. ამ სახლის ფასი 18000-დან 61000 დოლარამდე მერყეობს.

ხელნაკეთი მინისახლი

15 шокирующе маленьких жилищ мира

ესეც საკმაოდ მყუდრო, სრულიად ფუნქციონალური სახლია, რომელიც განთავსებულია სამ სართულზე. სახლში არის ორი საწოლი, აბაზანა, სრულყოფილი სამზარეულო, ასევე ბარი და მისაღები ოთახი. არის კიდევ საკუჭნაო და ადგილი ორი ველოსიპედისთვის.

12 სასარგებლო მეტრი

15 шокирующе маленьких жилищ мира

ეს სახლი ჟენევაში მდებარეობს, ეს ქალაქი კი მსოფლიოს ერთ-ერთი უძვირესი ადგილია. დიდი ამბავი მოჰყვა ამ ბინის ინტერნეტში გამოჩენას, მისი ფასი 1185 შვეიცარიული ფრანკი გახლდათ. ინტერნეტმომხმარებელ გაოცებელი დარჩა ფასით, მათი აზრით 12 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი არ შეიძლება ღირდეს ასე ძვირი.

სახლი - ორგანაიზერი

15 шокирующе маленьких жилищ мира
ბევრი ადამიანი ოცნებობს მანჰეტენზე ცხოვრებაზე, მაგრამ როდესაც საქმე საცხოვრებელ ფართზე მიდგება..
ეს სახლი ძალიან პატარაა რამდენიმე კაცისთვის, თუმცა როდესაც საქმე ერთ ადამიანს ეხება.
ამ სახლის მეპატრონეს უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა საიმისოდ, რომ ფართი საცხოვრებლად გამოდგომოდა.

პარიზი

15 шокирующе маленьких жилищ мира
პარიზული ბინები თავისი კომპაქტური გაბარიტებით გამოირჩევა.
ამ საოცრად მცირე ფართში საკმაოდ ბევრი რამ არის განთავსებული და საკმაოდ მოხერხებულიცაა. ყოველ შემთხვევაში, ღირს ამის ატანა, თუ ცხოვრება პარიზის შუაგულში გსურთ.

მადრიდი

15 шокирующе маленьких жилищ мира

ეს კი პატარა მადრიდული ბინა გახლავთ. განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც მუშაობა სახლში უწევს. ინტერიერი თეთრ ფერშია, რათა ბინა ვიზუალურად უფრო ფართო გამოჩნდეს.

ვარშავა

15 шокирующе маленьких жилищ мира
ვარშავაში მდებარე ეს სახლი კი არა მარტო ყველაზე პატარა, ყველაზე ვიწროც გახლავთ.
ეს ერთ-ერთი ებრაელი მწერლის ვარშავული აპარტამენტებია. წერალი ამ სახლში წელიწადში 2-3-ჯერ ჩადის. ამ ადგილს მწერლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ომის დროს მისი დედა ამ კედლებს შორის იმალებოდა და ისე გადაურჩა სიკვდილს. ორსართულიან სახლში არის საძინებელი, სამზარეულო და სასტუმრო ოთახი. ეს ადგილი არტ ინსტალაცია უფროა, ვიდრე საცხოვრებელი სახლი.

რომი

15 шокирующе маленьких жилищ мира
ეს კი პატარა, თუმცა მშვენივრად მოწყობილი სახლია რომში. თავიდან ეს ერთი ოთახი იყო, თუმცა განახლების შემდეგ აქ განთავსდა აბაზანა, საძინებელი და მისაღები ზონა. ამჟამად ბინა ტურისტებზე ქირავდება.

სეული

15 шокирующе маленьких жилищ мира
სეული მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდდასახლებული ადგილია. აქ პატარა და ერთოთახიანი ბინები სულ უფროდაუფრო აქტუალურია. ასეთი სახლები სეულში იშვიათობას არ წარმოადგენს.

ჰონგ-კონგი

15 шокирующе маленьких жилищ мира
ჰონგ კონგში ცხოვრება ადვილი როდია, აქ ხომ ყველაფერს ცეცხლის ფასი აქვს. გაგაოცათ ფოტომ? არადა, ამ ქალაქის უმეტესობა სწორედ ასეთ სივიწროვეში ცხოვრობს და ეს არავის უკვირს. სახლების უმეტესობაში, ადგილის დაზოგვის მიზნით, ორსართულიანი საწოლებია. აქ საშხაპის და საპირფარეშოს ადგილიც კი ძლივს მოიძებნება.

ტოკიო - ოთახი კარადაში

15 шокирующе маленьких жилищ мира
აი, ვისაც ტოკიოში სურს ცხოვრება, ეს ყველაზე დაბალბიუჯეტიანი სახლი უნდა დაათვალიეროს. ასეთ სახლში მოგიწევთ ცხოვრება, თუ, რა თქმა უნდა, კლაუსტროფობია არ გაწუხებთ. არა, არ გეჩვენებათ, დიახ, ეს კარადა ოთახებია, ამ სახლებს საერთო აბაზანა და საპირფარეშო აქვთ, ფასი კი თვეში 480-დან 600 დოლარამდე მერყეობს.Aარჩევანი თქვნზეა.