რა­ტომ გაც­ვა­ლა ანა კო­შა­ძემ პრეს­ტი­ჟუ­ლი უბა­ნი ქა­ლა­ქის შე­მო­გა­რენ­ზე?

ყო­ფი­ლი მო­დე­ლის და ახ­ლა უკ­ვე ერთ-ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის პი­არ­მე­ნე­ჯე­რის, ანა კო­შა­ძის ოჯახ­მა, რამ­დე­ნი­მე წლის წინ უარი თქვა თბი­ლი­სის პრეს­ტი­ჟულ უბან­ში ცხოვ­რე­ბა­ზე და სახ­ლი ქა­ლაქ­თან ახ­ლოს აიშე­ნა. კაკ­ლე­ბი - ასე ჰქვია იმ უბანს, სა­დაც ანა მე­უღ­ლეს­თან, ორ შვილ­სა და საყ­ვა­რელ ცხო­ვე­ლებ­თან ერ­თად და­სახ­ლ­და. ეს გახ­ლავთ ად­გი­ლი წყნეთ­სა და ბა­გებს შო­რის, სუფ­თა ჰა­ე­რი­თა და კარ­გი ხე­დით. ანამ სა­დად, მაგ­რამ ლა­მა­ზად მოწყო­ბილ სახ­ლ­ში კარ­გი მეგ­ზუ­რო­ბა გაგ­ვი­წია და შვი­ლებ­თან ერ­თად ფო­ტო­ე­ბიც გა­და­ი­ღო.

- დი­დი ხა­ნია, ჩემს ქმარს აქ ნაკ­ვე­თი აქვს, სულ გვინ­დო­და, რომ სახ­ლი

აგ­ვე­შე­ნე­ბი­ნა, და­ვიწყეთ, ნელ-ნე­ლა და­ვად­გით თა­ვი ყვე­ლა­ფერს და გად­მო­ვე­დით კი­დეც. წე­ლი­წა­დის ყვე­ლა სე­ზო­ნი აქ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­სი­ა­მოვ­ნოა. მე­კითხე­ბი­ან ხოლ­მე, - შო­რი არაა ქა­ლა­ქი­დან, არ გი­ჭირს სი­ა­რუ­ლიო? მაგ­რამ რო­ცა მან­ქა­ნა გყავს, არა­ფე­რია რთუ­ლი, სა­ერ­თოდ არ მი­ჭირს და არც დის­კომ­ფორტს მიქ­მ­ნის. სამ­სა­ხუ­რი­დან რომ ამოვ­დი­ვარ და მან­ქა­ნი­დან გად­მო­სუ­ლი ამ ჰა­ერს ჩა­ვი­სუნ­თ­ქავ, ეს ღირს ყვე­ლაფ­რად.



ულა­მა­ზეს ეზო­ში ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი დგას. პირ­ველ სარ­თულ­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლია მი­სა­ღე­ბი, სამ­ზა­რე­უ­ლო და კა­ბი­ნე­ტი, მე­ო­რე­ზე – სა­მი სა­ძი­ნე­ბე­ლი, ორი აბა­ზა­ნა და ვე­რან­და...

- მე და ჩე­მი მე­უღ­ლე ჩარ­თუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და­გეგ­მა­რე­ბა­ში, რე­მონ­ტ­ში, ჯერ კი­დევ ბევ­რი რამ გვაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი, ისევ სამუ­შა­ო პრო­ცეს­ში ვართ.



სახლს მწვა­ნედ მო­ბი­ბი­ნე დი­დი ეზო აკ­რავს გარს. ოჯა­ხის წევ­რებს უკ­ვე ხე­ხი­ლიც და­ურ­გავთ, ძაღ­ლე­ბის­თ­ვის ცალ­კე სამ­ყო­ფე­ლი მო­უწყ­ვი­ათ. მწვა­ნე მოლ­ზე მრგვა­ლი მა­გი­დაც და­უდ­გამთ.

- დი­დი ეზო გვაქვს, მი­სი მოვ­ლა და გა­ლა­მა­ზე­ბა არც ისე მარ­ტი­ვი ყო­ფი­ლა, რო­გორც შო­რი­დან ჩანს. ყვა­ვი­ლე­ბი მზემ გაგ­ვიხ­მო, ახ­ლა ხე­ებ­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ. სი­მარ­თ­ლე გითხ­რა, აქამ­დე არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მქო­ნია, ბოს­ტა­ნი მქო­ნო­და, მაგ­რამ წელს მო­მინ­და. ჩვე­ნი ხე­ე­ბის­გან წელს მწი­რი, მაგ­რამ ნა­ტუ­რა­ლუ­რი ნა­ყო­ფი რომ მოვიწიეთ, ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­და და სწო­რედ ამი­ტომ გა­მიჩ­ნ­და სურ­ვი­ლი, სა­კუ­თარ ეზო­ში მო­ვიყ­ვა­ნო ის, რი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც მექ­ნე­ბა. ეზო­ში და­გეგ­მი­ლი გვაქვს დი­დი აუზის გა­კე­თე­ბა, იმე­დია, მო­ვა­ბამთ თავს.



სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბი­სას მინ­დო­და, დი­დი ვე­რან­და გვქო­ნო­და და გა­ვა­კე­თეთ კი­დეც, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ნაკ­ლე­ბად ვი­ყე­ნებთ, ცო­ტა უფუნ­ქ­ცი­ოდ დაგ­ვ­რ­ჩა, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ დი­დი ეზო გვაქვს და მა­ინც აქ გვირ­ჩევ­ნია. 4 წე­ლია აქ ვცხოვ­რობთ და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რო­ცა ყო­ველ დი­ლით სა­ში­ნა­ოდ გა­მოწყო­ბილს, გა­უპ­რან­ჭავ-მო­უ­კაზ­მავს შე­მიძ­ლია ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად ეზო­ში გა­მოს­ვ­ლა. აქ­ვე მშვე­ნი­ე­რი ტყეც გვაქვს, სა­პიკ­ნი­კოდ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ად­გი­ლია.

- მკაც­რი ზამ­თა­რი იცის?

- ვერ ვიტყ­ვი, რომ ძა­ლი­ან მკაც­რია, უბ­რა­ლოდ, რო­ცა თოვ­ლი მო­დის, თბი­ლის­თან შე­და­რე­ბით უფ­რო გვი­ან დნე­ბა, 5-6 გრა­დუს­შია სხვა­ო­ბა.

ეზო­დან სახ­ლ­ში გა­და­ვი­ნაც­ვ­ლეთ. პირ­ვე­ლად მი­სა­ღებს ვეს­ტუმ­რეთ, რო­მე­ლიც სა­და ფე­რებ­შია გა­დაწყ­ვე­ტი­ლი. გა­რეთ გა­მა­ვა­ლი კედ­ლის ნაც­ვ­ლად, ოჯა­ხის წევ­რებს დი­დი ვიტ­რა­ჟი გა­უ­კე­თე­ბი­ათ, სა­ი­და­ნაც ეზოს სიმ­წ­ვა­ნე ლა­მა­ზად მო­ჩანს.



- მე და ჩემს მე­უღ­ლეს თით­ქ­მის ერ­თ­ნა­ი­რი გე­მოვ­ნე­ბა გვაქვს. თა­ვი­დან­ვე შევთანხმდით იმა­ზე, რომ კედ­ლებს ღია ფე­რებ­ში გა­ვა­კე­თებ­დით და შე­ვი­ძენ­დით ძა­ლი­ან დიდ დი­ვანს (ი­ცი­ნის). ძველ სახ­ლ­ში პა­ტა­რა ტყა­ვის დი­ვა­ნი გვქონ­და და იყო ჭი­და­ო­ბა იქ ად­გი­ლის და­სამ­კ­ვიდ­რებ­ლად (ი­ცი­ნის). ამი­ტო­მაც ვი­ყი­დეთ ძა­ლი­ან დი­დი დი­ვა­ნი, რო­მელ­ზეც ხუთ ადა­მი­ან­საც შე­უძ­ლია წა­მო­წო­ლა. გარ­და ამი­სა, ეს დი­ვა­ნი ტა­სოს და მა­შოს საყ­ვა­რე­ლი სახ­ტუ­ნაო ად­გი­ლია.

მი­სა­ღე­ბის კედ­ლებს სხვა­დას­ხ­ვა მხატ­ვ­რის ნა­მუ­შევ­რე­ბი ამ­შ­ვე­ნებს.

- ნა­ხა­ტე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ზოგს მჩუქ­ნი­ან, ზოგს თვი­თონ ვყი­დუ­ლობ. ბევ­რის­თ­ვის ჯერ ად­გი­ლი არც მი­მი­ჩე­ნია.



მი­სა­ღე­ბი­დან დიდ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­და­ვი­ნაც­ვ­ლეთ, სა­დაც სამ­ზა­რე­უ­ლოს გარ­ნი­ტურ­თან ერ­თად მი­ნის­ზე­და­პი­რი­ა­ნი მა­გი­და დგას.

- დი­დი სამ­ზა­რე­უ­ლო ნამ­დ­ვი­ლი კომ­ფორ­ტია ყვე­ლა დი­ა­სახ­ლი­სის­თ­ვის, მაგ­რამ ჩემს ქმარს იმ­დე­ნად უყ­ვარს მზა­რე­უ­ლო­ბა და თან ძა­ლი­ან კარ­გა­დაც გა­მოს­დის, რომ აქა­უ­რო­ბის მოწყო­ბი­სას რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ჩემ­გან არ მი­უ­ღია, თა­ვის გე­მო­ზე გა­ა­კე­თა.

ში­და კი­ბით, რო­მელ­ზეც ქოთ­ნის მცე­ნა­რეებია ჩამწკრივებული, მე­ო­რე სარ­თულ­ზე ავე­დით. ანას ვე­რან­დი­დან სა­ო­ცა­რი ხე­დი იშ­ლე­ბა.



- იმ­დე­ნად მიყ­ვარს შინ ყოფ­ნა, რომ შვე­ბუ­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე დღეს სახ­ლ­ში ვა­ტა­რებ, გა­რეთ სა­ჭი­რო­ე­ბის გა­მო გავ­დი­ვარ და არა იმი­ტომ, რომ გას­ვ­ლა მინ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი ალ­ბათ ეზო­მაც გა­ნა­პი­რო­ბა. აქ რომ გად­მოვ­დი­ო­დით, გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რო­გორ არ მო­გე­ნატ­რე­ბათ თქვე­ნი ბი­ნაო, მაგ­რამ სა­ერ­თოდ არ მომ­ნატ­რე­ბია, უცებ მი­ვეჩ­ვიე და მო­ვუ­ში­ნა­ურ­დი ამ გა­რე­მოს. ანა კოშაძის სახლისა და ეზოს დანარჩენი ფოტოები იხილეთ ფოტოგალერეაში

ცი­ცი ომა­ნი­ძე

კომენტარები

ლილი 2017-07-05 09:07
ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროთ. გაიხარეთ შვილებთან ერთად
Gigi 2017-04-19 18:09
სწორი გადაწყვეტილებაა, სუფთა ჰაერი აუცილებელია არა მარტო ბავშვებისათვის არამედ ყველასთვის. ფასებს კი რაც შეეხება ვინც ეძებს ის პოულობს.
კოტე 2017-01-06 13:23
ძალიან კარგი სახლია და კარგი უბანია, უბრალოდ ფასებია მაღალი. მიწის ფასი კვადრატული 200 დოლარამდეა
გიორგი 2017-01-04 10:23
kargi saxlia da kargi gogo ra bogma gaxchobt ra mimartva.
xalxo 2016-12-30 08:35
azerbaijanlebs aakvt aseti saxlis kedlebi zustad,tu ar gjerat chadit marneul-bolnisshi da naxavt.magas es patara bavshvebis saxli rom didi gaeketebina sjobda,tumca gemovnebaze ar daoben.

კომენტარის დამატება