ვლადიმერ ბოისა მეღვინეობით დაინტერესდა - ბაზარზე კალათბურთელის ღვინო გამოჩნდა

"თითოეულ ბოთლში ჩემი შრომაა ჩადებული, ყურძნის კრეფიდან დაწყებული, ბოთლებში ჩამოსხმითა და ეტიკეტირებით, ყველაფერი ისე მზადდება, როგორც 8000 წლის წინ, არანაირი თანამედროვე ტექნოლოგიები და ელექტროობა", - ამბობს ცნობილი კალათბურთელი, ვლადიმერ ბოისა, რომელიც უახლოეს პერიოდში ბაზარზე 2015 წლის მოსავალს გამოიტანს.

კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის მეღვინეობით დაინტერესება დღეს უკვე დიდ გეგმებშია გადაზრდილი.

ყველაფერი, 2014 წელს სოფელ შალაურში მეგობრის (ოთარ ბრაგვაძის) უძველესი მარნის რეაბილიტაციით დაიწყო, სადაც დღესაც 1910 წლის ქვევრებში ხდება ღვინის დამზადება.

2 წლის შემდეგ პროდუქცია ბრენდირებულია - Boisa Brandy and Wine და ჭეშმარიტად

ქართული ტრადიციებითა და ხარისხით, ახალ მომხმარებლებს იზიდავს.

„ყოველთვის მინდოდა ჩემი ღვინო გამომეშვა მეგობრებისთვის, თუმცა ისე მომეწონა, ეს საქმე, რომ დღეს ჩემი დროის უდიდეს ნაწილს ვუთმობ, ჩემი მეორე სამსახურია და თითოეული ბოთლის გამოშვებაში ვარ ჩართული. დღეს შეიძლება ღვინის გაყიდვაში ჩემი სახელი დამეხმაროს, ცნობილი კალათბურთელი ვიყავი, მაგრამ ხვალ სახელი არაფერი იქნება, თუ არ იქნება ხარისხი, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მივიღო ზუსტად ის გემო და ის ხარისხი, რაც მინდა, ამიტომ 1-2 თვით ადრე გამოვა გაყიდვაში პროდუქცია, თუ გვიან გადამწყვეტი არ არის“, - ამბობს ბოისა.

ის ბრენდის (კონიაკი) შექმნის ისტორიასაც იხსენებს და სიამაყით აღნიშნავს, რომ ბრენდი Boisa V.S.O.P განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით, ხარისხითა და ფერით გამოირჩევა. „ძალიან ბევრი დავლიე, ვიდრე ის გემო და ფერი შევარჩიე, რაც მინდოდა. ის სასიამოვნოდ დასალევია, როგორც მამაკაცების, ასევე ქალბატონებისთვისაც.

გაგრძელება

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები