საქართველოში ამინდი იცვლება - როგორ დღეებს უნდა ველოდოთ

 

14-15 მარტს საქართველოს უმეტეს რეგიონში იწვიმებს.როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა, 13 მარტის ჩათვლით საქართველოში ამინდის მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. აღნიშნულ პერიოდში ქვეყნის ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია იყოს ხანმოკლე წვიმა, რის შედეგადაც ტემპერატურის მკვეთრი კლება მოსალოდნელი არ არის.

 

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარამ რომ წვიმისას ნესტი არ გააჩინოს - სასარგებლო რჩევები


13 მარტის ჩათვლით დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და სანაპირო რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 18-23 გრადუსამდე იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში - 12-17 გრადუსამდე. თბილისში პერიოდულად მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ღამით ჰაერის

მაქსიმალური ტმპერატურა 5-7 გრადუსი იქნება, დღისით - 15-17 გრადუსი.

 აღმოსავლეთ საქართველოში, გორი-სურამის მონაკვეთზე შესაძლებელია ქარი გაძლიერდეს, რომლის სიჩქარე 17-22 მეტრი წამში იქნება; კახეთსა და თბილისში სუსტი ქარი იქროლებს.

14 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. შესაბამისად, ქვეყნის დასავლეთ რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით რამდენიმე გრადუსით დაიკლებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები