შეცდომები, რომლებიც სარეცხის რეცხვის დროს არ უნდა დაუშვათ

გარეცხვის შემდეგ სამოსი ან თეთრეული გადასაგდები რომ არ გაგიხდეთ, გაითვალისწინეთ ყველაზე გავრცელებული შეცდომები.
1. არასწორი გადანაწილება
თეთრი და შავი სამოსის დახარისხება საკმარისი არაა. ერთად არ უნდა გაირეცხოს სხვადასხვა ქსოვილი. ახალი სამოსი ძველისგან ცალკე უნდა რეცხოთ. რადგან ახალი ქსოვილი მეტად ღებავს წყალს.
2. აუცილებელი არაა სამოსის დიდხანს ხეხვა. შეიძლება ქსოვილი დააზიანოთ. აკურატულად მოეპყარით.
3. ნუ გამოიყენებთ ბევრ ფხვნილს. ზედმეტმა ქაფმა შეიძლება შეაფერხოს ჭუჭყის სამოსიდან გამოსვლა.
4. ზოგიერთი სამოსი, მაგალითად აბრეშუმსა და ბამბას დელიკატური, ხელით გარეცხვა სჭირდება. აი, ბეწვეული, ტყავი და ნატი

კი ქიმწმენდაში უნდა ჩააბაროთ.
5. თუ სამოსს ელვა შესაკრავი აქვს. გარეცხვამდე ბოლომდე შეკარით, რათა კბილანებმა ქსოვილი არ დააზიანოს.
6. მათეთრებელი სარეცხს ზომიერად დაამატეთ. ბევრმა შეიძლება ქსოვილი დააზიანოს. თუ სამოსს მცირე ლაქა აქვს, მოათავსეთ წყლიან ქვაბში, დაუმატეთ ლიმონის წვენი და წამოადუღეთ.
7. ზოგიერთი დიასახლისი სარეცხის მანქანას ასვენებს ხოლმე, რაც არასწორია, გაციებული მანქანა სანამ გახურდება, მეტ ენერგიას დაწვავს. უმჯობესია, მიყოლებით გარეცხოთ სარეცხი.
8. გარეცხვამდე წინდები ერთმანეთში გადაახვიეთ, რომ ცალი არ დაგეკარგოთ.
9. პირსახოცებისთვის დამარბილებელი საშუალება არ გამოიყენოთ, პირსახოცი შეწოვის ფუნქციას კარგავს.
10. არასდროს გარეცხოთ სარეცხის მანქანაში საცურაო კოსტიუმი. ელასტინი და სპადექსის ქსოვილი ხელით, ცივ წყალში უნდა გაირეცხოს.
11. ბულბულიანი ბალიშები და საბნები ორჯერ უნდა გარეცხოთ და კარგად გაავლოთ, რომ სარეცხის ფხვნილი კარგად გამოირეცხოს.
12. არ გაავსოთ სარეცხის მანქანა ბოლომდე. სარეცხი თავისუფლად უნდა მოძრაობდეს.
13. პერანგები ღილებგახსნილი გარეცხეთ. შეკრულის დროს ან ღილი აწყდება ან ქსოვილი გაიჭიმება.
14. გარეცხილი სამოსი მანქანაში არ დატოვოთ, ადვილადაც გაუთოვდება და არც უსიამოვნო სუნს აიკრავს.
15. სარეცხის მანქანაში ბაქტერიები და ობი გროვდება, რაც უსიამოვნო სუნის გაჩენის მიზეზია. თვეში ერთხელ სარეცხის მანქანა სარეცხი საშუალებითა და ღრუბლით კარგად გაასუფთავეთ და არ დაგავიწყდეთ ნადების საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება.

კომენტარის დამატება