შტოში - ბუნებრივი ანტიბიოტიკი

შტოში საოცარი კენკრაა. ის ბუნებრივ ანტიბიოტიკად მიიჩნევა, მდიდარია ანტიოქსიდანტებით, გარდა ამისა, მასში უხვადაა ასკორბინის მჟავა - ჩ ვიტამინი. ამ კენკრის უნიკალური უნარი - შეაჩეროს ორგანიზმის დაბერების პროცესი - სულ ახლახან გახდა ცნობილი.


ბუნებრივი ანტიბიოტიკი - ცნობილია, რომ შტოში აძლიერებს ანტიბიოტიკების მოქმედებას, ამიტომ ის საუკეთესო დამატებითი სამკურნალო საშუალებაა ცისტიტის, ნეფრიტის, ქალური ანთებითი დაავადებების დროს. თუ ცისტიტი ხშირად გაწუხებთ, რეგულარულად მიიღეთ 2 სუფრის კოვზი შტოშის წვენი დღეში ორჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს თავიდან აგაცილებთ ინფექციის გამწვავებას. ამ შესანიშნავი კენკრის ანტიბაქტერიული თვისებები

არანაკლებ აღაფრთოვანებს სტომატოლოგებს. შტოში აფერხებს ბაქტერიების გამრავლებას, იცავს კბილებს კარიესისგან, ხოლო ღრძილებს - ანთებითი პროცესებისგან.

შტოშის მორსი
დაჭყლეტილ ხილს დაამატეთ ცოტა შაქარი, დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ. შემდეგ გაწურეთ და დალიეთ.

კომენტარის დამატება