ვიტამინების შემცველობით ასკილი რეკორდსმენია - რა უნდა იცოდეთ ასკილზე

C, P და E ვიტამინების შემცველობით ასკილი რეკორდსმენია. მას ვიტამინების ბუნებრივ კონცენტრატსაც უწოდებენ. თუ ამ მცენარის ნაყოფს, დროულად შეგროვილსა და სწორად გამომშრალს, სათანადო პირობებში შეინახავთ, ვიტამინები ბიოლოგიურ აქტივობას ორ წელიწადს მაინც არ დაკარგავენ. ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) ასკილის ნაყოფში საშუალოდ 10-ჯერ მეტია, ვიდრე შავ მოცხარში, 50-ჯერ მეტი, ვიდრე ლიმონში და 100-ჯერ მეტი, ვიდრე ვაშლში.


იმუნური სისტემის მოსაძლიერებლად და მავნე ეპიდემიოლოგიურ ფაქტორთა ზემოქმედებისაგან ორგანიზმის დასაცავად რეკომენდებულია ასკილის ნახარშის მიღება. ამისათვის ერთი სადილის კოვზი გამომშრალი ნაყოფი უნდა დაფქვათ, დაასხათ 2 ჩაის ჭიქა

მდუღარე წყალი, 5-10 წუთს ადუღოთ, 2-3 საათს დააყენოთ და გადაწუროთ. ამ წესით მომზადებული ნახარში უნდა მიიღოთ დღეში 3-4-ჯერ 1/4-1/2 ჭიქის ოდენობით.

კომენტარის დამატება