მამიკოს გაკეთებული საბავშვო მოედანი - სცადეთ თქვენც

აგარაკზე ბავშვის გართობის პრობლემაა. თითქოს ბავშვმა უკვე ყველა სათამაშო მოიძულა. იმისათვის, რომ ბავშვი უქმეებსა და არდადეგებზე ტელეფონითა და კომპიუტერით არ გაერთოს და მეტი დრო სუფთა ჰარზე გაატაროს, მოუწყვეთ საბავშვო მოედანი. ეს იდეა კერძო სახლების მფლობელებსაც გამოადგებათ.


საბავშვო მოედანის მინი ასლი გაკეთება ერთი ბიჭის მამამ მოიფიქრა. მან გაზონი დაამუშავა, "სამანქანო გზა" ავტომობილის ძველი საბურავებისგან შექმნა და მოხატა.
გზის მთელ სიგრძეზე დაამაგრა დროშები, შექმნა ხელოვნური გამწვანება და ნამდვილი სარბოლო ტრეკი გამოუვი

და.

 


მინდორზე ტრასის გაკეთება მხოლოდ რეზინისგან კი არა ლინოლიუმისგანაც შეგიძლიათ. გამოგადგებათ ქვიშაც და ფილებიც.
ტრასა შეგიძლიათ გააფორმოთ ყვავილებით, სათამაშო სახლებით, რითიც მოისურვებთ. ბავშვს ასეთი გასართობი დიდხანს არ მოსწყინდება. უფრო მეტიც, შეიძლება მასთან ერთად უფროსებმაც ითამაშონ.


თუ აგარაკი ან კერძო სახლი არ გაქვთ, საბავშვო მოედნის გაკეთებას კორპუსის ეზოშიც შეძლებთ. აქ კი მთელი უბნის ბავშვები მოიყრიან თავს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები