როგორ გავაერთიანოთ სამზარეულო და სასადილო სივრცე

ყველა დიასახლისის ოცნებაა დიდი და მრავალფუნქციური სამზარეულო. სამზარეულოსა და სასადილო ოთახის გაერთიანება კერძო სახლებში შესაძლებელია, სტანდარტულ ბინებში სამწუხაროდ, რთულია. დღეს შევეცდები რამდენი რჩევა გაგიზიაროთ, როგორ უნდა გადააქციოთ სამზარეულო და სასადილო იდეალურ ზონად.
სამზარეულოსა და სასადილოს ზონებად დაყოფა
თუ მოახერხეთ და სამზარეულოსა და სასადილო ოთახს შორის არსებული კედელი გააუქმეთ, მის ადგილი სამზარეულო კუნძულმა უნდა დაიკავოს. ასეთი გადაკეთება მოეწონება მათ, ვისაც უყვარს სამზარეულოში ტრიალი და ვისაც სასადილო ოთახი დამოუკიდებლად აქვს.


ყურადღება მიაქციეთ სამზარეულოს L-ის ფორმით განთავსებას. ასე შეგიძლიათ ტერიტორია დაყოთ სამუშაო და

დასვენების ზონა. ამასთანავე, სამუშაო ზონაში შეგიძლიათ საუზმის დგამი მოათავსოთ.
ერთ-ერთი ვარიანტია სამზარეულოს ერთ ხაზზე განთავსება. დარჩენილ ადგილს სასადილო ზონად გამოიყენებთ.
სამზარეულოსა და სასადილო ზონების ერთმანეთთან გამოყოფა უმნიშვნელო დეტალით შეგიძლიათ, მაგალითად სამზარეულოში შესასვლელი ერთი საფეხურით აამაღლოთ.


აგრეთვე გამოიყენოთ თაღები, ბოძები, რომლებითაც ზონებად დაყოფთ სივრცეს.
სასურველია, ზონები იატაკით გამოყოთ ერთმანეთისგან. ლინოლიუმი სასადილო ზონაში - კერამიკული ფილა - სამზარეულოში.


სამზარეულო და სასადილო ზონების გამოსაყოფად გამოგადგებათ ფერები, აგრეთვე, სხვადასხვაგვარი განათება. სამზარეულოსთვის გამოიყენეთ ჭერის წერტილოვანი განათება. სასადილო ზონისთვის _ დღის განათება და საერთო განათება საღამოსთვის. ზონების კიდევ უფრო გამოსაყოფად განსხვავებული ფარდა შეარჩიეთ სამზარეულოსა და სასადილოს ფანჯრებისთვისაც.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები