უნდა გამოვრთოთ თუ არა მაცივარი, როცა სახლიდან რამდენიმე დღით გავდივართ

მაცივარი და საყინულე ამტანი "ათლეტები" არიან, რომლებიც აციებენ და ყინავენ პროდუქტებს. მაცივარი ყველა ოჯახში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, თუმცა არსებობს პერიოდი, როდესაც ის აუცილებლად უნდა გამოვრთოთ გარკვეული დროით.
მაგალითად, როდესაც შვებულებაში წასვლას ან ახალ ბინაში გადასვლას აპირებთ, ჩნდება კითხვა, როგორ მოვიქცეთ, რომ მაცივარს რაიმე ზიანი არ მივაყენოთ.
ერთი შეხედვით ეს საკმაოდ მარტივია, ყველას ჰგონია, რომ მაცივრიდან პროდუქტის გამოღება და მისი ელექტრო ქსელიდან გამორთვა საკმარისია, ამას რა უნდა, თუმცა მაცივრის ხანგრძლივი დროით გამორთვის შემთხვევაში სიურპრიზის სახით შეიძლება მიიღოთ უსიამოვნო სუნი, რომლის მოშორებაც

ადვილი სულაც არ იქნება. ამის თავიდან ასაცილებლად ჩვენ გირჩევთ:
* კარგად გამოწმინდეთ მაცივარი და გააღეთ კარი. კარის ღია დატოვება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს მარტივი პროცედურა თავიდან აგარიდებთ უსიამოვნო სუნს.
* თუ თქვენს მაცივარს აქვს ორკონტურიანი ჩაციების სისტემა, შვებულების განმავლობში შეგიძლიათ პროდუქტი საყინულეში დატოვოთ. იმისათვის, რომ დახურულ კარს მიღმა არ გაჩნდეს უსიამოვნო სუნი, პრემიუმ კლასის მაცივრებს აქვთ ზონა BioFresh – შვებულების რეჟმით ("Holiday mode").
* მაცივრის ხელახლა ჩართვამდე, გამოიღეთ მასში არსებული ყველა პროდუქტი, საგულდაგულოდ გაწმინდეთ მაცივარი და ისე ჩართეთ.
* თუ თქვენს მაცივარს აქვს ყინულის გენერატორი, მაშინ ხანგრძლივად გამორთვამდე გენერატორი უნდა დააყენოთ გასუფთავების რეჟიმზე. ამის შესახებ ინფორმაციას თქვენი მაცივრის ინსტრუქციაში იხილავთ.
* აღნიშნულ პოზიციაში ყინულის ფორმა გენერატორში ტრიალდება ქვემოთ, რაც იძლევა მასში არსებული წყლის გადმოსხმის საშუალებას, ეს კი ხელს უშლის მაცივარში ობისა და უსიამოვნო სუნის წარმოქმნას მისი გამოუყენებლობის დროს. გენერატორის გასუფთავების რეჟიმში გადართვის შემდგე კი გამორთეთ მაცივარი და კარგად გაწმინდეთ.
ამ პროცედურების ჩატარების შემთხვევაში თქვენი მაცივარი ყოველთვის კარგ მდგომარეობაში იქნება და დიდი ხანიც გემსახურებათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები