არავითარი "სოდა და ძმარი" - რეალური რჩევები ბებიებისგან

სამი რჩევა ბებიებისგან, რომელიც დღემდე აქტუალურია
არავითარი "სოდა და ძმარი", არ შემოგთავაზებთ გაზეთით ფანჯრის წმენდას და ხალხში გავრცელებულ მოსაზრებებს ლიმონის ხსნარით,მანგოსა და ზეითუნის ზეთით მაგიდის გასაწმენდად გამოყენებაზე. უმჯობესია არ გამოიყენოთ თქვენი ხელით დამზადებული ხსნარები.
და აი ყველაზე სასარგებლო და აქტუალური რჩევები ბებიებისგან:

როგორ ამოვიყვანოთ ტანსაცმლიდან ყავის ლაქა?
დალაქავებული ტანსაცმელი რაც შეიძლება მალე უნდა გამოვრეცხოთ ცივი წყლით,  ხოლო ამის შემდეგ დავაწვეთოთ ცოტაოდენი თხევადი საპონი, გავჭეჭყოთ და გავავლოთ.შემდეგ დავასხათ ლაქაზე ძმარი და ისე გავჭეჭყოთ, ყოველივე ამის მერე გავრეცხოთ კარგად.

როგორ ავიცილოთ თავიდან აბაზანის ფარდის

დაობება?
საუკეთესო გამოსავალი ობისაგან თავის დასაღწევად არის კარგი ვენტილაციის გაკეთება სააბაზანოში. თუ თქვენ არ გაქვთ კარგი ვენტილაცია,  პატარა ეშმაკურ ხერხს გასწავლით: აბაზანის ფარდას თუ აქვს ქვემოთა ნაწილზე ნაკერი, მოაჭერით. წყალი აღარ გაჩერდება ფარდაზე, მალე ჩამოიწრიტება და ხელს შეუშლის ობის გაჩენას. აქვე უნდა გაითვალისწინოთ:  ზოგჯერ ნაკერში მოთავსებულია თოკი, რომელიც სიმძიმეს ანიჭებს ფარდას, ასეთ შემთხვევაში არ გაითვალისწინოთ ეს რჩევა, რადგან ბანაობისას თოკის გარეშე დარჩენილი ფარდა მოგეკრობათ .

საუკეთესო გამოსავალი ობის სუნის მოსაშორებლად:
იყიდეთ იაფფასიანი ჩაი. რაც უფრო დაქუცმაცებული იქნება, მით უკეთესი.  დააყარეთ მშრალი ჩაი ხალიჩას და გაუსვით მაგრად ცოცხი, რომ ჩაიმ ბოჭკოებამდე შეაღწიოს. დატოვეთ 15 წთ და შემდეგ კარგად მოასუფთავეთ მტვერსასრუტით.

კომენტარის დამატება