ფრთხილად, ძალიან შხამიანია! - მცენარე, რომელიც საქართველოში მრავლად არის

ამქვეყნად საკმაოდ ბევრი ისეთი მცენარე არსებობს, რომელიც თავისი სილამაზის მიუხედავად, საკმაოდ სახიფათოა. ცოტა ხნის წინ თქვენი მონამორჩილი სამარშრუტო ტაქსით მგზავრობდა. გვერდით ქალბატონი მეჯდა, რომელსაც ლაპარაკის საღერღელი აშლოდა და ათას სხვადასხვა თემას მოედო. უცებ ქუჩაში ლამაზი ყვავილების ბუჩქი დაინახა და ყველას გასაგონად წამოიძახა: "აი, ეს ოლეანდრია, ლამაზი, მაგრამ ძალიან საშიში მცენარე... ერთი-ორი წლის წინ პიკნიკზე იყვნენ ახალგაზრდები, ოლეანდრის ტოტი მოუტეხავთ მწვადების შესაწვავად და ისე მოიწამლნენ, ვეღარავინ უშველათ..."

რასაკვირველია, დავინტერესდი ოლეანდრით, რომლითაც სავსეა თბილისის ქუჩებიც და საქართველოს ბევრი სხვა ქალაქისაც.

ეს დეკორატიული
მცენარეა, რომელიც მრავლადაა პარკებსა და სკვერებში და ასევე არსებობს ქოთნის მცენარის სახით, მცენარის ბევრ მოყვარულს აქვს სახლში. გარდა ამისა, არსებობს ოლეანდრის ხეც...
ოლეანდრი ძალიან ლამაზია, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ის შხამიანიც არის, ცხოველიც კი არ ეკარება. ოლეანდრის არა მარტო ქორფა ნაყოფია საშიში, არამედ მისი გამხმარი ფოთლები და ტოტებიც კი. ოლეანდრის წვენი თვალში მოხვედრის შემთხვევაში ძალიან ადვილად აბრმავებს ადამიანებს. ოლეანდრთან შეხებისას აუცილებლად უნდა გეკეთოთ ხელთათმანები. ასევე აუცილებელია სხვა უსაფრთხოების ნორმების დაცვაც.
ოლეანდრით მოწამვლის შემთხვევაში ადამიანს აღენიშნება პირის წვა, თავბრუსხვევა, გულისრევა, ფაღარათი, ტაქიკარდია, პულსის შენელება, გონების დაკარგვა და საბოლოოოდ ლეტალური შედეგი - გარდაცვალება.

ოლეანდრით მოწამვლის შემთხვევაში პირველ რიგში უნდა გამოიწვიოთ გულისრევა, სასწრაფოდ უნდა დალიოთ რძე ან უმი კვერცხის ცილა. აუცილებელია სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანა. ოლეანდრის ანტიდოტი ატროპინია.


მისი ფოთლის მტვერიც კი მეტად საშიში გახლავთ, განსაკუთრებით კი მას ბავშვები მოარიდეთ, უმჯოებიასია, რომ საერთოდ არ მიუშვათ ისინი მცენარესთან და თუ მაინც მივლენ, საგულდაგულოთ დაბანეთ ხელები. ყველაზე საშიში მისი წვენი და თესლები გახლავთ.
მცენარე განსაკუთრებით საშიში მაშინ ხდება, თუ ვინმე მის ღუმელში დაწვას, ანუ შეშად გამოყენებას გადაწყვეტს ან მისი ფოთლების ნაყენს მიირთმევს. 

თუ ოლეანდრი რაღაცნაირად ადამიანის ორგანიზმში მოხვდ, იწყება გულ-სისხლძარღვთა ფუნქციის მოშლა. მასთან განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით კი მის წვენს მოერიდეთ: თუ მის გასხვლას გადაწყვეტთ, ყლორტებიდან გადმოსულ წვენს ნუ შეეხებით, სწორედ ამიტომაა ხელთათმანის გამოყენება აუცილებელი, შესაძლებელია, ხელი გაკაწრული გქონდეთ და წვენმა, შემთხვევით, შიგნით შეაღწიოს. არ დაგავიწყდეთ, რომ ოლეანდრი მსოფლიოს შხამიან მცენარეების ათეულში შედის.


ოლეანდრი – კეთილდღეობის სურნელოვანი წყარო
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ოლეანდრი ფართოდ გამოიყენება მედიცინასა და ჰომეოპათიაში. ბუნებაში ძირითადად წყალთან ახლოს იზრდება. ძველი თქმულების თანახმად, ერთ-ერთ მშვენიერ ქალაქში გაიღვიძა ვულკანმა. ხალხი თავს გაქცევით შველოდა. გზად დიდი ტბა შეხვდათ, ჰოდა, ღმერთის მშვრენიერმა ჭაბუკმა, ოლეანდრმა, შთანთქა ტბა ხალხის გადასარჩენად, თავად კი მოძრაობა ვეღარ შეძლო. ხალხი გადარჩა, ყმაწვილი კი გავარვარებულ ლავას ემსხვერპლა. ყვავილი, რომელსაც ამ ჭაბუკის სახელი უწოდეს, ყოველთვის მზად არის დაეხმაროს ადამიანს. ეს ყვავილი საკმაოდ უცნაურია - ძლიერი, შხამიანი, კეთილშობილი და ლამაზი.
ოლეანდრი ჩვენი პლანეტის სუბტროპიკულ რეგიონებშია გავრცელებული. როგორც დეკორატიული მცენარე, გამოიყენება ლანდშაფტურ დიზაინში.

ეს გახლავთ მოყვავილე ოთახის მცენარეც. ოლეანდრი დიდი დაწესებულებებისა და ოთახებისთვისაა განკუთვნილი. სწორი მოვლის შემთხვევაში, ოთახის, ქოთნის ოლეანდრი შესაძლოა 2 მეტრამდეც კი გაიზარდოს.
გარდა ამისა, ამ ყვავილის შესანიშნავმა არომატმა პატარა ოთახში შესაძლოა თავი აგატკიოთ. სწორედ ამ მიზეზის გამო არ შეიძლება ოლეანდრის საძინებელში გაჩერებაც.

მიუხედავად იმისა, რომ ოლეანდრი შხამიანი ყვავილია, მისი დაყნოსვა საშიშროებას არ წარმოადგენს.
ამბობენ, რომ ოლეანდრი ძალიან ეხმარება ადამიანებს. ეს მცნერაე იზიდავს ტოქსინებს და ასუფთავებს ჰაერს.
ამბობენ ასევე, რომ ეს მცენარე ძალიან ამშვიდებს ადამიანის ნერვულ სისტემას. ერთი სიტყვით, ეს ყვავილი მაქსიმალურად ისრუტავს უარყოფით ენერგიას, ამაღლებს შრომისუნარიანობას და ამარცხებს სიზარმაცეს.
ოლეანდრი მშვენიერი საჩუქარია თქვენი უფროსისთვის.
ოლეანდრს ძალიან უყვარს სითბო და მზე.
რაც მეტი ექნება სინთლე, მით უკეთესი.
მორწყვა ამ მცენარეს ძალიან უყვარს.
შემოდგმოთ უნდა მოაჭრათ გამხმარი ტოტები.

მოკლედ, შეგიძლიათ იქონიოთ ოლეანდრი, ოღონდ აუცილებლად უნდა დაიცვათ უსაფრთხოების წესები.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები