სახლი, სადაც კახა ბენდუქიძე ცხოვრობდა 3,5 მილიონად იყიდება - დაათვალიერეთ ფოტოები

უძრავი ქონების განცხადებების საიტზე saqme.ge გასაყიდად გამოტანილია თბილისში მდებარე სახლი, სადაც წლების მანძილზე ცხოვრობდა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, "ცოდნის ფონდის" დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, ულამაზესი სახლი, რომელიც დიღომში, ელიტარულ დასახლებაში მდებარეობს, საერთო ფართით 1000 კვ.მეტრია. ძველი აშენებული სახლი ბელეტაჟზეა, ქვით და ხით ნაშენი, უზარმაზარი ვიტრინებით.


რაც შეეხება ეზოს, ფოტოებიდანაც ჩანს, რომ უზარმაზარი ეზო და ბაღი, რომელიც 5 000 კვ. მეტრზეა გაშლილი განსაკუთრებით მოვლილი და გამწვანებულია. მწვანე მოლი, დეკორატიული მცენარეები, ეზოში ჩანჩქერი-შადრევნით... სახლი 3 500 000 დოლარადაა შეფასებული.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ
სახლში "თავისუფალი" და "აგრარული უნივერსიტეტების" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.

მითითებულ ნომერზე დარეკვის შემდეგ, სახლის შესახებ მაკლერისგან უფრო დეტალური ინფორმაცია მოვიძიეთ:

- რამდენად ყიდით ამ სახლს?
- ამ სახლის ფასი დაახლოებით 3,5 მილიონია, შესაძლოა დააკლდეს კიდეც, მთავარია ვნახოთ რეალური მყიდველი. ეს გახლავთ ახალ დასახლებაში, სადაც დიპლომატების უბანიც არის განთავსებული. ეს სახლი ისეთი საოცარია, თავისი ედემის ბაღით, სწორედ მან გახადა ეს ქუჩა და უბანი ძვირად ღირებული. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები