არ გარეცხოთ ასე ბიუსტჰალტერი, თუ გინდათ, დიდხანს გემსახუროთ - სწორად რეცხვის წესები


ყველა ქალის გარდერობში მოიძებნება ბიუსტჰალტერი. ის სხვადასხვანაირი არსებობს, სპორტული, გასასვლელი, ზამთრის, ზაფხულის ვარიანტი. თითოეული მათგანი დელიკატური რეცხვისთვისაა განკუთვნილი. ხარისხიანი და ლამაზი ბიუსტჰალტერები იაფი როდი ღირს და აქედან გამომდინარე, მას მოფრთხილებაც სხვანაირი სჭირდება.

ყველა ქალმა იცის, რომ ბიუსტჰალტერი რეგულარულ რეცხვას საჭიროებს, მაგრამ ყველამ როდი იცის, როგორ უნდა გარეცხოს ის ისე, რომ ამ ინტიმურნა ნივთმა არ დაკარგოს პირვანდელი სხე. შევეცდებით მოგცეთ რამდენიმე რჩეცევა, რომელიც რეალურად გამოგადგებათ.

სანამ რეცხვას დაიწყებთ, პირველ რიგში კარგად დააკვირდით იარლიყს. მასზე მითითებული იქნება, როგორ წყალში უნდა გაირეცხოს ნივთი.
როგორც წესი, ბიუსტჰალტერის გარეცხვა არ არის რეკომენდირებული 40 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე.

ჩაასხით თბილი წყალი ჯამში და დაამატეთ მას 2 სუფრის კოვზი საბავშვო შამპუნი. ჩადეთ თქვენი ბიუსტჰალტერი ამ წყალში და გააჩერეთ 10-15 წუთი. შემდეგ კარგად გაავლეთ გამდინარე წყალში. პროცედურა იქამდე უნდა გაიმეოროთ, სანამ წყალი სრულიად გამჭირვალე არ გახდება.


თუ ამ მეთოდით ვერ მიაღწიეთ სასურველ შედეგს, განმეორებითი პროცედურა დაგჭირდებათ ახლა უკვე საპნიან წყალში. თუ რაიმე განსაკუთრებული ჭუჭყის ამოყვანა გსურთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ გასაპნული ჯაგრისი.

თუ თქვენი ლიფი გაფორმებულია სხვადასხვა აქსესუარებით, ბისერებით ან ქვებით, ამ შემთხვევაში კბილის ჯაგრისით რეცხვისას გირჩევთ ლიფი ამოუაბრუნოთ და ეს მანიპულაცია უკანა მხრიდან ჩაატაროთ, რათა ქვები ან ბისერები არ დააზიანოთ.



არ გირჩევთ ლიფის გაწურვას. ასე ის ფორმას დაკარგავს. გასაწურდა გირჩევთ, თქვენი ბიუსტჰალტერი მოათავსოთ ორ პირსახოცს შორის და მას შემდეგ, რაც პირსახოცი შეიწოვს ძირითად სისველეს, ფრთხილად დააწექით ხელით პირსახოცს.



თუ თქვენი ლიფი ძალიან ჭუჭყიანია, ცოტა ხნით შეგიძლიათ ჩაალბოთ თბილ საპნიან წყალში. 3 ლიტრ წყალზე კი გირჩევთ ერთი სუფრის კოვზი სოდის დამატებას.



არასდროს ანდოთ თქვენი ლიფის გაშრობა ავტომატურ გასაშრობ საშუალებებს. გასაშრობად გირჩევთ გამოიყენოთ საკიდი. ან ზემოთ მოყვანილი წესით გააშროთ.



ამ ნივთის გარეცხვა ყოველი მესამე ხმარების შემდეგ არის აუცილებელი. სპორტით დაკავების შემთხვევაში ან ზაფხულში კი - ყოველდღიურად. ხმარების შემდეგ ლიფმა 24 საათი მაინც უნდა დაისვენოს. დასვენება საშუალებას აძლევს ბიუსტჰალტერის მატერიას, დაიბრუნოს პირვანდელი ფორმა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები