ხაშურელი მეჰამაკეების "ჩიტის სახლები" - ახალი და ლამაზი "ტრენდი" გამვლელებისთვის


ხაშურელი მეჰამაკეების ნაოსტატარს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ყოველ გავლა-გამოვლისას ვხედავთ. ჭრელაჭრულა ჰამაკებს დიდი ხანია ლამაზი ხის შეზლონგები და ნაირნაირად მოწნული საქანელებიც შეემატა, თუმცა წელს გამვლელებმა ახალი "ტრენდი" შენიშნეს - ჩიტის დეკორატიული სახლები. ამ ფერადმა სახლუკებმა დანახვისთანავე მოიგო მგზავრების გული.
მოხატული ჩიტის სახლები შეგიძლიათ თქვენი ბაღისა და აივნის დეკორაციადაც გამოიყენოთ, თუმცა დარწმუნებული იყავით, რომ იქ ცხოვრება ნამდვილ ჩიტსაც მოეწონება.

"ხაშურში ბევრს უკიდია ეზოში და შიგნით ჩიტები ცხოვრობენ. ჩემს მეზობელთან ბარტყებიც გამოჩეკეს შიგნით, ზოგიერთი სახლი ისე გვაქვს გაკეთებული, რომ 2-3- შესასვლელი აქვს და ამდენივე
განყოფილება. ამიტომ შიგნით ცხოვრება რამდენიმე ჩიტს შეუძლია" - გვიამბობს სახლების გამყიდველი ნანი გრიგალაშვილი.
"ეს სახლენბი შარშანაც ვგქონდა, მაგრამ დიდად ვერ ამჩნევდნენ გამვლელები. წელს კი ისეთი მოთხოვნაა მათზე, როგორც არაფერზე. ყველა ხელითაა გაფორმებული და ვცდილობთ, არ დაემსგავსოს ერთმანეთს. ისე უხდება ბაღს და სიმწვანეს, გაოცდებით, კიდევ უფრო ლამაზები ჩანს" - ამბობს მეორე გამყიდველი გოდუნა გრიგალაშვილი.
ეს ნიმუშები მცირედია მათგან, რასაც გზებზე შეხვდებით


კომენტარები

Goduna 2018-03-31 14:33
593-67-28-98 ველი თქვენს საზერბს შესაძლებელია მთელი საქართველოს მაშტაბით მიწოდებაც
natia 2017-09-01 17:36
nomeri daweret dagikavshirdet
natia 2017-09-01 17:35
momweret nomeri rom dagikavshirdet
მანანა 2017-08-06 15:44
მართლაც ძალიან კარგებია, ყოჩაღ რამაზის და დათოს
მანანა 2017-08-06 15:43
მართლაც ძალიან ლამაზებია, ყოჩაღ რამაზი და დათო, კარგი იდეა იყო, ერთმანეთზე უკეთესებია.

კომენტარის დამატება