შემოსასვლელის მოწყობის დიზაინერული ხერხები - შეარჩიეთ სატქვენო ვარიანტი


ბინაში შესასვლელი ის ადგილია, რომელიც სტუმარს წარმოდგენას უქმნის მასპინძელსა და მთელ ბინაზე. ხშირად მას სათანადოდ არ აფასებენ, არადა ბინის პირველ ეფექტს სწორედ შემოსასვლელი ქმნის. 
გთავაზობთ მისი გაფორმების რამდენიმე საინტერესო ვარიანტს. შეიძლება ის თქვენს ბინასაც მოუხდეს.


რემონტი
რა თქმა უნდა, აუცილებელია. შემოსასვლელს დაუმუშავებელი იატაკითა და ჭერით; გაულესავი და უშპალერო კედელებით ვერ დატოვებთ.
თუმცა, თუ ბინის სტილს შეესაბამება, შემოსასვლელში ბეტონის ან აგურის კედლები მართლაც შეგიძლიათ დატოვოთ.
შემოსასვლის სტილი ან ბინის სტილის მსგავსი უნდა იყოს ან მიმსგავსებული. გახსოვდეთ, რომ შემოსასვლის სარემონტო საშუალებები მაქსიმალურად პრაქტიკული უნდა იყოს.

ლამინატისა და პარკეტის ნაცვლად გამოიყენეთ ფილა. ის
ადვილად ირეცხება, არ იწოვს სუნს და ჭუჭყს. კედლებს ხშირად აფორმებენ ხელოვნური ან ნატრალური ქვით, მაგრამ ეს ძვირი სიამოვნებაა.
თუ იდეა მოგეწონათ, მაგრამ მისი განხორციელების საშუალება არ გაქვთ. გახსოვდეთ, რომ არსებობს შპალერი, რომლის რეცხვაც შეიძლება, ქვისა და აგურის იმიტაციით.

განათება
შემოსასვლელში არ არსებობს ფანჯარა (უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში). მზის სხივები იქ ვერ აღწევს და ამიტომ, ხარისხიან განათებაზე უნდა იფიქროთ. შემოსასვლელში არ უნდა იყოს სიბნელე, სარდაფის ან ბუნკერის შთაბეჭდილება.

თუ პატარა შემოსასვლელი გაქვთ, გამოიყენეთ მრავალფუნქციური განათება. უმჯობესია, რამდენიმე სანათი მიამაგროთ კედელზე.
თუ ვიწრო შემოსასვლელი გაქვთ, სანათები მხოლოდ ერთ კედელზე განათავსეთ. ასე ვიზუალურად გააფართოებთ ფართს.

ავეჯი და დეკორი
შემოსასვლელში მინიმუმამდე შეამცირეთ ავეჯი. იდეალურია მცირეგაბარიტიანი და მრავალფუნქციური ავეჯი.


შემოსასვლელში აუცილებლად დადგით კარადა, რომელშიც ფეხსაცმელსა და სეზონურ სამოსს შეინახავთ. მასზე კი მთელ სიგრძეზე სარკე მიამაგრეთ.


ტუმბო ან კედლის კარადა სულაც არ იქნება ზედმეტია. მასზე ზედა სამოსს, ქოლგას ან ჩანთას ჩამოკიდებთ. თუ ქალაქის ტელეფონი გაქვთ, ტუმბოზე დადგით. აქვე შეიძლება განთავსდეს ფეხსაცმლის კარადა ან დასაჯდომი - ფეხსაცმლის ჩასაცმელად, ტელეფონზე სალაპარაკოდ.


შემოსასვლელში ნოხი არაფერში გჭირდებათ. რაც შეეხება დეკორს, ის მინიმალური უნდა იყოს. ნახატი კედელზე ამ მაღალი სტატუა, ვაზა ყვავილებით კუთხეში, - ეს ყველაფერი სიმყუდროვისა და კომფორტის შეგრძნებას შეგიქმნით.



თუ ადგილი საშუალება გაძლევთ, კედელზე ჩამოკიდეთ კუთხის თაროები, რომელზეც სუვენირებს, ყვავილებსა და ფოტოებს განათავსებთ.










კომენტარის დამატება