ფაიფურის იაფფასიანი ანალოგები - რას წარმოადგენს დღევანდელი "ყოველდღიური"  ჭურჭელი


უნდა იცოდეთ, რომ თანამედროვე ჭურჭლის უმეტესობა არა ფაიფური, არამედ ფაიანსია. სწორედ ამ მასალის თეფშები და ფინჯნები აქვვს შინ ჩვენი მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. რას წარმოადგენს ფაიანსი და რით განსხვავდება ის ფაიფურისგან? 

ფაიანსი ძველ ეგვიპტესა და მესოპოტამიაშიც იყო ცნობილი. თუმცა, თიხის ქოთანმა ეს სახელი საუკუნეების შემდეგ მიიღო, როცა პირველად იტალიის ქალაქ ფაენცაში დამზადდა.

ინგლისელ და ფრანგ მეწარმეებს სურდათ, ჩინური ფაიფურივით დახვეწილი ჭურჭელი შეექმნათ, მაგრამ არ გამოსდიოდათ... ფაიანსს იმ პერიოდში რბილ ფაიფურს ეძახდნენ და სურდათ ჩინური ძვირფასი სერვისებისთვის რამენაირად მიემსგავსებინათ. მოგვიანებით, ჭურჭლის გარდა ოსტატებმა
ფაიანსის ფიგურებიც დამზადებაც დაიწყეს.

ყოველდღიური ჭურჭლიდან ზოგი კერამიკაა, ზოგი ფაიანსი და ზოგიც ფაიფური. რა სხვაობაა მათ შორის?

კერამიკა - თიხის ჭურჭელი, რომელიც ცეცხლში გამოიწვა.

ფაიანსის ჭურჭელი - ესეც გამომწვარი ჭურჭელია, ოღონდ უფრო დაბალ ტემპერატურაზე, ვიდრე ფაიფური.
ფაიფური - თეთრი თიხის ჭურჭელი, რომელიც ორჯერ გამოიწყვება მაღალ ტემპერატურაზე.

როგორც წესი, კერამიკას მინანქრით ფარავენ. შეიძლება ორნამენტებიც ამშვენებდეს. მას დამახასიათებელი ფერი აქვს.
ფაიანსს ემალს ან მინანქარს სქლად უსვამენ. მისგან დამზადებულ ჭურჭელს სქელი კედლები აქვს. დარტმისას გაიგონებთ ყრუ ხმას.
ფაიანსის თვისებები:
  • იწოვს წყალს.
  • წლების გასვლის შემდეგ ფაიანსი „ბერდება“ და წვრილი ბზარებით იფარება.
  • ცუდად იტანს მაღალ ტემპერატურას.
  • კედლები სქელი აქვს, მინანქარი რამდენიმე ფენად გადასმული.
  • არ ატარებს შუქს.
  • მინანქარს რამდენიმე ფენად არასწორი ზედაპირის დასაფარავად უსვამენ. ფაიფურისგან განსხვავებით, არ ატარებს შუქს. ამაში დარწმუნდებით, თუ ჭურჭელს შუქზე გახედავთ.
  • ფაიანსის ჭურჭელს კაფეებსა და სწრაფი კვების ობიექტებში იყენებენ. ფაიფურს - მდიდრულ რესტორნებში. მიზეზი მხოლოდ მაღალი ფასი არაა. ფაიფური მეტად ჰიგიენურადაც ითვლება.
  • ფაიანსი ცუდად იტანს ტემპერატურის ცვლილებას. იგი თბილი წყლით უნდა გარეცხოთ და გრილი გადაავლოთ. მოარიდოთ ცხელ წყალს, რადგან მინანქარი უმუქდება და კედლები ბზარებით იფარება.

ფაიფურის ჭურჭელს თხელი, გამჭვირვალე კედლები აქვს, მირტყმისას წკრიალა, ხმამაღალ ხმას გამოსცემს.
ფაიფურის თვისებები:
  • მისი ჭურჭელიც და სათამაშოებიც გამძლე და მსუბუქია.
  • კედლები გამჭვირვალე აქვს.
  • ზედაპირი იდეალურად სწორი აქვს.
  • ფსკერზე აქვს უმინანქრო სარტყელი (თუ ჭურჭელს გამოატრიალებთ, მას უმინანქრო ზოლი უნდა ჰქონდეს. თუ ასეთი არა აქვს, ფაიგური კი არა, ფაიანსია).
  • კარგად იტანს მაღალ ტემპერატურას.
  • არ იწოვს წყალს.
ფაიფური არსებობს ორი ჯგუფის ევროპული (ფრანგული, ინგლისური) და აღმოსავლური.
მიუხედავად მაღალი ხარისხისა, დიასახლისების უმეტესობა ფაიანსის შეძენას ამჯობინებებს. თანაც, ბოლო დროს უამრავი ლამაზად მოხატული ფაიანსის ჭურჭელი იყიდება და ხარისხიან ფაიფურს უკვე ბევრი აღარ აქცევს ყურადღებას.

კომენტარები

სოფო 2023-03-20 15:36
ძალიან საინტერესო სტატია იყო. დიდი მადლობა. ამ თემას თუ გააგრელებთ, კარგი იქნება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები