მასალები, რომლებზეც რემონტისას უარი უნდა თქვათ  


მოსაპირკეთებელი მასალის მწარმოებლები მრავალფეროვან ასორტიმენტს გვთავაზობენ. თუმცა, უმრავლესობა ალერგიულია. ახალგარემონტებულ ბინაში ოჯახის წევრების უსაფრთხოება რომ დაიცვათ, გაითვალისწინეთ რომელი მოსაპირკეთებელი მასალაა საშიში და რატომ.

1. ლინოლიუმი
არაეკოლოგიური და არაუსაფრთხო საფარია. ქიმიური დანამატები შეიძლება ალერგიის მიზეზი გახდეს. განსაკუთრებით საშიშია ასთმითა და ალერგიით დაავადებულთათვის. უმჯობესია, ეკონომია ავეჯსა და შპალერზე გასწიოთ, ვიდრე არახარისხიანი ლინოლიუმი დააგოთ.
ალტერნატივა: პარკეტის ფილა ან კორპი. შეიძლება ლამინატიც, თუმცა, უსაფრთხოება მის ხარისხზეა დამოკიდებული.

2. შეკიდული ჭერი
ბოლო დროს უმეტესობა ასეთ ჭერს ირჩევს, რადგა პლასტიკატი ადვილი მოსავლელია. თანაც, არ ატარებს წყალს,
თუ მეზობლებმა ჩამოგრეცხეს. იმის გამო რომ ჭერს ადაბლებს, შენობაში ვერტიკალური ხაზები გაავლეთ, ან დაბალი ავეჯი შეიძინეთ.
ალტერნატივა: წყლის საღებავები, ან ბიაზის ჭერი, როგორც ადრე აკეთებდნენ.

3. ვინილის შპალერი
ქიმიური ელემენტების კოქტეილს შეიცავს. იგი არ "სუნთქავს". არ უშვებს ჰაერსა და ტენს. ოთახში მავნე მიკროკლიმატი იქმნება. ასეთ ოთახში თავი კომფორტულად რომ იგრძნოთ, რეგულარულად უნდა გაანიავოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კედლებზე შეიძლება ჯანმრთელობისთვის საშიში სოკო წარმოიქმნას.
ალტერნატივა: კედლების შეღებვა ეკოლოგიურად სუფთა საღებავით; ქაღალდის ან ქსოვილის შპალერის გაკვრა.

4. სინთეტიკური ნოხი
დავიწყოთ იქიდან, რომ დაფენიდან 2-3 თვე ქიმიური სუნი ასდის. ჰაერში გამოჰყოფს ორგანიზმისთვის საშიშ ნივთიერებებს.
ალტერნატივა: ეკოლოგიურად სუფთა ნოხი ან პარკეტი.

5. ლამინირებული "დეესპე"
ავეჯის დამამზადებლები ხშირად იყენებენ. თუმცა, არც მთლად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. წლობით გამოსცემს ჰაერში ორგანიზმისთვის საშიშ ნივთიერებებს. იწვევს თავის ტკივილის, იმუნიტეტის შესუსტებას.
ალტერნატივა: უპირატესობა ნატურალურ ხეს მიანიჭეთ. ის დიდხანს გაგიძლებთ და ეკოლოგიურად უვნებელია. თუ მისი შეძენის საშუალება არ გაქვთ, საუკეთესო ალტერნატივაა დაპრესილი ხის მასალა ან ავეჯი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები