როგორ უნდა მოვამზადოთ საჭმელი ისე, რომ პროდუქტმა ვიტამინები შეინარჩუნოს

სხვადასხვა ნივთიერებათა შორის გამორჩეულად პრეტენზიული ვიტამინებია, რომლიც ადამიანის ზრდასა და განვითარებაზეა პასუხისმგებელი. ადამიანის ორგანიზმი საკვებთან ერთად ვიტამინების მიღებას ყოველდღიურად საჭიროებს. ამასთან, საკვების მომზადებისას, თერმული დამუშავების დროს ვიტამინების უმეტესობა კვდება. მოგცემთ რამდენიმე რჩევას, როგორ მოვამზადოთ განსაკუთრებით ბავშვის საკვები ისე, რომ მან სრულად შეინარუნოს ვიტამინები და მაქსიმალურად სასარგებლო იყოს თქვენი ოჯახისთვის.

ხილმა და ბოსტნეულმა ჯერ კიდევ სამზარეულოში მოხვედრამდე შეიძლება დაკარგოს თავისი სასარგებლო თვისებები. ვიტამინების რაოდენობა პროდუქტის შენახვის დროსაც კლებულობს. განსაკუთრებით სწრაფად C ვიტამინი იღუპება.
გაგახსენებთ, რომ პროდუქტი, რომელიც იყიდება სუპერმარკეტებში, შორი მანძილიდან
ჩამოდის. ტრანსპორტირება კი ვიტამინების პირველი მტერია. ასე რომ, თუ თქვენ გსურთ, ვიტამინებით მდიდარი პროდუქტი მიიღოთ, არჩევანი ადგილობრივ პროდუქციაზე შეაჩერეთ, რომელსაც ტრანსპორტირება არცთუ შორი გზიდან უხდება.

შენახვის ყველანაირი წესი როდი უქმნის საფრთხეს ვიტამინებს. მაგალითად, ასკორბინის მჟავა მალე იშლება სინათლის შუქზე. სიცივეში და სიბნელეში კი ის თავის სასარგებლო თვისებებს კარგა ხნის განმავლობაში ინარჩუნებს. გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ გაყინული პროდუქტი, ისეთი როგორიც არის ხილი და ბოსტნეული, არაფრით ჩამოუვარდება ახალს. მაგალითად, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ შეინახოთ საყინულეში ბროკოლი ერთი კვირის განმავლობაში. დაბალ ტემპერატურაზე პროდუქტის შენახვა კი იმ შემთხვევაშია ეფექტური, თუ ხილი და ბოსტნეული არ არის დაჭრილი.
სასურველია პროდუქტი ჰერმეტულად დაცულ მდგომარეობაში შეინახოთ.
რამდენად სასარგებლოა დაკონსერვებული პროდუქტი? კონსერვირების პროცესი პროდუქტში არსებულ ვიტამინების 10-დან 90 პროცენტამდე ანადგურებს. ეს კონსერვირების ერთადერთი უარყოფითი მხარეა, რაც შეეხება ამ პროცესის უპირატესობებს, კონსერვირების პროცესი პრაქტიკულად არ მოქმედებს ასკორბინზე, პროდუქტს არ სჭირდება დიდი ხანი მზადება, არ არის საჭირო აგრესიული თერმული დამუშავება, ასე პროდუქტი შეინარჩუნებს საკმაო რაოდენობით ვიტამინებს.
ცნობილია, რომ ბოსტნეული თავის სასარგებლო თვისებებს მოხარშვის შემდეგ შეწვის დროს კარგავს. ასევე არ არის რეკომენდებული პროდუქტის მიკროტალღურში მომზადება. აი, ორთქლზე მომზადებისას კი პროდუქტი თითქმის სრულად ინარჩუნებს თავის სასარგებლო თვისებებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქორფა ხილსა და ბოსტნეულში უამრავი ვიტამინია, ამიტომ გირჩევთ ის აუცილებლად ჩართოთ თქვენი შვილების რაციონში.
საჭმლის მომზადებისას ვიტამინების მაქსიმალუირად შესანარჩუნებლად გამოიყენეთ მინიმალური რაოდენობის წყალი.

თავღია ქვაბში პროდუქტის მოხარშვა არცთუ ოპტიმალური ხერხია საჭმლის მომზადებისას. ამ დროს პროდუქტში არსებული მრავალი ვიტამინი უბრალოდ იშლება.

გირჩევთ პროდუქტი რაც შეიძლება დიდ ნაჭრებად დაჭრათ.

ყველაზე კარგია საჭმლის ალუმინის ან მინის ჭურჭელში მომზადება. ასევე ეფექტურია მომინანქრებული ჭურჭლის გამოყენება.

სალათების კეთების დროს უპირატესობა მიანიჭეთ ზეითუნის ზეთს. მას ორგანიზმის უფრო ადვილად ითვისებს.

კომენტარის დამატება