"სხვის სახლში დახატული ჩვენი ოცნების სახლი..." - ქართველი მშენებლის მოსიყვარულე ცოლის ემოციური წერილი

ამ ქალბატონის - ნინო ჩიტაშვილის მეუღლე ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მფლობელია. რამდენიმე წელია, ისინი მათ მიერვე აშენებულ კორპუსში ცხოვრობენ... თუმცა წლების წინ სულ სხვაგვარად იყო ყველაფერი და საყვარელი ცოლი საყვარელი ქმრის პირველ ნაბიჯებს ასე იხსენებს:

"ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, როცა საკუთარი არაფერი გაგვაჩნდა, როცა სხვის ჭერქვეშ ვცხოვრობდით და სხვის საწოლებზე გვეძინა... როცა სხვის სახლში გელოდებოდი და სიხარულისგან გული მიცემდა შენი ფეხის ხმის გაგონებაზე... შენ მოხვიდოდი.. და მე უცნაურად მსიამოვნებდა, როცა ფანქარს და ფურცელს მთხოვდი... ვიცოდი, ჩვენი ოცნება უნდა დაგეხატა... მიხაროდა..
გვერდზე მოგიჯდებოდი, ჩავცქეროდი ჩემთვის უცნაურ ხაზებს, ვერ აღვიქვავდი... კითხვებით გაწუხებდი...შენ ჩუმად შემომხედავდი, გამიღიმებდი, თავს გააქნევდი და ხაზვას აგრძელებდი... მერე მეც უპასუხო კითხვებით დაღლილს, მომბეზრდებოდა გაურკვეველი ნახაზების ყურება და სხვა საქმეს მოვძებნიდი... დამშვიდებული იმ იმედით, რომ ჩვენ ოცნებას ხატავდი...
მე ყოველთვის მჯეროდა შენი, ვიცოდი, ეს ნახატები ოდესმე გაცოცხლდებოდნენ, გაფერადდებოდნენ და განამდვილდებოდნენ... ამიტომ ყველას ვინახავდი... სათითაოდ ვკეცავდი და ვინახავდი... დღესაც ჩვენი საწოლის გვერდზე, უჯრაში დევს ასე დაკეცილები...
ეხლა ვნახე და გამახსენდა ის ლამაზი დღეები... შენი მეოცნებე და იმედიანი თვალები და სხვის სახლში დახატული ჩვენი ოცნების სახლი...
...
შენ გააცოცხლე ეს ნახატები და გაათბე უსაზღვრო სიყვარულით.
.. .
შენ ახლა შენი ოცნების სახლში ხარ და სხვის სახლებს ხატავ...
. ..
მე კი... მე მიყვარს შენი იმედიანი თვალები და მეამაყები..."

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები