"მოხალისეებს გირჩევთ, ჩამოხვიდეთ თბილისში და აცადოთ კომპეტენტურ ხალხს მუშაობა"

სოციალურ ქსელში ვრცელდება სტატუსი, რომელშიც ინტერნეტმომხმარებელი ნიკა კოდუა, როგორც თვითმხილველი წერს ბორჯომის ხეობაში მიმდინარე მოვლენებზე და იმაზე, თუ რატომ არ არის საჭირო ამ ეტაპზე იქ მოხალისეების ჩასვლა:

"მოკლედ ბორჯომიდან ჩამოვედი ამ წამს მოხალისედ ვიყავი წასული 6 ჩემთვის უცნობ ადამიან, მაგრამ ძალიან მაგარ ქართველ ვაჟკაცთან ერთად. ჰოდა, ვისაც გიწერიათ სტატუსზე: "მოხალისებს არ გვიშვებენ, დებილები არიანო, ჩვენით უნდა მივხედოთ ბორჯომსო, ჩამოდით ყველაო" - ღირსები ხართ, სუყველას მოგცენ ლაპატკა ხელში და გაგიშვან ზემოთ კერა ჩააქრეო..... ვიყავით ზემოთ ასული ძალიან დიდი ხვეწნა-მუდარით და რამე
მაინც გაგვაკეთებინეთ, თბილისიდან ჩამოვედით მონაწილეობის მიღება გვინდა, რაღაცით მაინც რო დაგეხმაროთ - ძახილის შემდეგ, ყველა სრულწლოვანი ვართ და საკუთარ თავზე პასუხისმგებლების შემდეგ, ვერა და ვერ რომ ვერ მოგვიშორეს თავიდან, კარგი, წყალი უნდა ავუტანოთო და თქვენც წამოხვალთო. რამდენიმე სამხედროსთან ერთად ავედით მთაზე, სადაც კერას აქრობენ განსაკუთრებული დავალებების დეპარტამენტის ბიჭები (გ.დ.დ) წყლის ასატანად.
იქ ისეთი რაღაც ხდება ზემოთ, არც ჯობს, რომ ნახოთ. ამ რაღაც სურათებს რომ უყურებთ ფბ-ზე, დაბლობზე გადაღებულს, სადაც მორი ჩამოგორდა და ვიღაცები ლაივებს რთავენ, არის უბრალოდ მათხოვრული პიარის ასამაღლებელი შეთითხნილი სურათები და ვიდეოები. ვითომ გმირობანას თამაში და არიქა ყველა ჩამოდით ერთად დავდგეთო.... რეალური სურათი სულ სხვააა...

ადგილი, რომელიც არის ეპიცენტრი, არის მთა და ის არის მთლიანად მდელოდ ქცეული, არ არის არანაირი ხე დარჩენილი, რომ ხელით მოეჭიდო, თუ დაგიცურდა ფეხი, დაცურების შანსი არის დიდი, რადგან 100-გრადუსიანია მთა (დილეტანტური შეფასებით) და ქვიშა სრიალებს. დგას საშინელი კვამლი და ამ კვამლს ქარი ამოძრავებს წინ და უკან. ნებისმიერი მოხალისე პოტენციური მსხვერპლია. იქ ვერავის დაეხმარებით, მარტო ხელს შეუშლით, ნუ აჰყვებით ფსევდოპატრიოტულ შეძახილებს... ვერც "ლაფატკას" მოიქნევთ, ვერც საჭმელს აიტანთ, ვერაფერს ვერ იზამთ იმიტომ, რომ არ გამოდის, არ ხერხდება. რასაც იზამთ, ეს არის - შეუშლით ხელს ისე, როგორც შევუშალე პირადად მე, იმიტომ რომ მოხალისეების ადგილი ზემოთ არ არის!!. არავის იქ არ აგიშვებენ და ამით თქვენ გიცავენ, გაიგეთ როგორმე.

არ არის საჭირო ამდენი აგრესიული სტატუსი. მობილიზებული ჰყავთ ყველაფერი, რაც გააჩნია ამ ქვეყანას, თავს ზემოთ ძალა არ არის. რასაც კი წარმოიდგენთ, რაც კი რამე დეპარტამენტი გაგიგიათ, რაც გვყავს, ყველაფერი იქააა, მზადყოფნაშია ჯარიც. არ სჭირდებათ მოხალისები, რომლებიც ქმნიან მხოლოდ დაბრკოლებებს. ვინც მთაზეა ასული და კერას აქრობს, არის ყველა გმირი. თითოეულ მათგანს მე პირადად მივიჩნევ ამ ქვეყნის გმირად. ეს ბიჭები ძალიან დიდ კვამლში, რომელიც რას შვრება, თეორიულად მაინც ხომ იცით, მშიერ-მწყურვალი ამ სიცხეში ურტყამენ "ლაფატკას" ცეცხლს, რომ ჩაქვრეს და დგანან მთაზე, რომლიდანაც შეიძლება ფეხი დაუცურდეთ და ნუ გაუხდით კიდევ ზედმეტ საზრუნავს თქვენ თავებს... დამიჯერეთ, ზემოთ ხდება საშინელება და მოხალისეებს გირჩევთ ჩამოხვიდეთ თბილისში და აცადოთ კომპეტენტურ ხალხს მუშაობა. თვალი ადევნოთ მოვლენების განვითარებას და დაელოდოთ შედეგს. ძნელია, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს.

მეორე ასვლის მოლოდინში ვისხედით და ვუცდიდით ბრაძნებას, რომ ისევ აგვიშვებდნენ წყლის ასატანად ან რამე მსგავსის, მაგრამ ქარმა დაუბერა და თავიდან გააჩინა ცეცხლი, კვამლი მოედო ყველაფერს და ამ ყველაფერმა გამოიწვია ერთი ეკიპაჟის მთაში დატოვება, რადგან ვერაფერს ვეღარ ხედავდნენ. წარმოიდგინეთ, ახლა ეკიპაჟის მაგივრად რომ მოხალისეთა ჯგუფის ლოკაციაზე დაუბეროს ქარმა, ეგრევე გვაქვს მსხვერპლი იმიტომ, რომ დაცურდებით მთიდან... არაადამიანურად ცხელა და ჭირს იქ მთაზე წონასწორობის შენარჩუნება მოხალისესთვის კვამლში, როცა არ ხარ მჩვეული მთაზე ძრომიალს, მითუმეტეს ასეთ პირობებში. შესაბამისად ჩვენი ჯგუფიც აღარ აუშვეს, რადგან იყო უკიდურესად საშიში.

უბრალოდ კომპიუტერიდან გიძნელდებათ წარმოდგენა, რას ნიშნავს მაგ სიმაღლეზე კვამლში დგომა, არც პირბადე გიშველით, არც ბენდენა, არც კაშნე და არც არაფერი. მაგრამ შორიდან ძნელია ამის გააზრება და პატრიოტიზმიც ჰყივის, მაგიტომ ხართ ასე მონდომებული ასვლაზე, მესმის და ზუსტად ასე ვიყავი მეც... მაგრამ ეს არაა ის მომენტი, როდესაც მოხალისეები საჭიროებენ საქმეში ჩართვას... მუშაობს ერთი ქართული ვერტმფრენი და ერთი აზერბაიჯანული. აზერების პილოტს რა ვიცი, იმხელა მადლობა ეკუთვნის, რომ მეტი არ არსებობს. გეგონება თავის საკუთარ სახლს აქრობდეს, ისე კარგად მუშაობს. საწვავით მოამარაგა "ვისოლმა". რაც გვაქვს ქვეყანას, არის ყველაფერი იქ და დამშვიდდით, მოსახლეობამდე ცეცხლი ვერ ჩამოვა. ბიჭები თავგანწირვით ცდილობენ ამ ყველაფრის პრევენციას, რაც ჯერჯერობით გამოსდით!

რა თქმა უნდა სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში ქვეყანას ჰყავს მხოლოდ 1 ვერტმფრენი და ტექნიკის როლის შესულება უწევს ცოცხალ ძალას, პოლიციას, განსაკუთრებული დავალების დეპარტამენტს და ა.შ., ეს ბოლო ფაქტი მაგრად ტეხავს, მაგრამ არც ამის განხილას აქვს ახლა რაიმე აზრი... ცეცხლი არ ქრება და ამას მოხალისეები ვერაფერს უშველით თქვენი იქ ყოფნით... თუ მეზობელი ქვეყნები გამოყოფენ კიდევ ვერტმფრენებს, რაღაც იქნება, რადგან 2 ვერტმფრენი ძალიან ცოტაა ამ ყველაფრის მოსაგვარებლად. ქარი ყოველ დაბერვაზე თავიდან აჩენს ცეცხლს, რომელიც სხვადასხვა ფერდობზე გადადის.... მოხალისეებს დახმარება თუ გინდათ, მაქსიმუმ რაც შეგიძლიათ ქნათ, "ილოცეთ, რომ იწვიმოს". შეეშვით უაზრო სტატუსების წერას. აცადეთ ხალხს გააკეთონ თავიანთი საქმე".

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები