პოლონეთში გახსნილმა ქართულმა რესტორანმა დიდი ხმაური გამოიწვია - მიზეზი მოხუცი ქალი გახდა...


რესტორანი "რუსიკო”, სადაც ამჟამად 5 ქართველია დასაქმებული, ვარშავაში 2015 წლის 9 აპრილს დავით თურქესტანიშვილმა გახსნა. სახელი დედის პატივსაცემად შეურჩია, რომელიც ამავდროულად რესტორნის შეფმზარეულიცაა.

”რუსიკომ” თებერვალში „წლის საუკეთესო რესტორნის“ გამოკითხვაშიც გაიმარჯვა.
კონკურსში ქართულ რესტორანს მეტოქეობას იტალიური და სამი პოლონური სამზარეულო უწევდა.

ბოლო დღეებში რესტორანთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟია ატეხელი, და აი, რატომ:

რუსიკო თურქესტანიშვილი: – ერთხელ ჩვენს რესტორანში ერთი მოხუცი ბებო შემოვიდა, საოცრად ფერმკრთალი იყო. მივედი და ვკითხე, ცუდად ხომ არ არ ხართ, რამე ხომ არ გიჭირთ-მეთქი. ცოტა ხანს დავისვენებო. ხომ არ
გშიათ-მეთქი, შევკადრე. არაო, – მიპასუხა მორიდებით თუმცა, მე მაინც ვუხმე მიმტანს და ბებოს ჩაქაფულითა და ცხელი ხაჭაპურით გავუმასპინძლდი. იმ დღის მერე ხშირად მოდიოდა ჩვენი ბებო და ვაპურებდით.

კლიენტების რაოდენობას გახსნის დღიდანვე არ ვუჩივით, მაგრამ რამდენიმე დღეა, საოცრება ხდება: ჯავშნებს ვერ ავუდივართ და რესტორანთან უზარმაზარი რიგი იქმნება. თურმე, ერთი პოლონელი ქალი შესწრებია, როგორ ვაპურებთ ჩვენს მოხუც ბებოს და ფოტოები გადაუღია, შემდეგ კი “ფეისბუკზე” აუტვირთავს ტექსტით:

ანა კოლტუნოვიჩი:
”პატარა, მყუდრო რესტორანი უაზდოვსკას ხმაურიან ქუჩაზე, გარეთ გაშლილი მაგიდებით. მოხუცმა გამოსწია სკამი და ჩამოჯდა, ალბათ, დასასვენებლად. ეტყობა, ავადმყოფობს. იმ მაგიდასთან კლიენტები ისხდნენ, რომლებიც მოხუცის გარეგნობამ შეაწუხა და სხვაგან გადასხდნენ. უცებ, ღიმილიან მიმტანს მოხუცთან მოაქვს ლობიოს სუპი და ლავაში. ქალი სიამოვნებით მიირთმევს და ეკითხება: როდის უნდა გადავიხადოო. ”როდის? ალბათ, ოდესმე”, – ეხუმრება მიმტანი და მაგიდაზე ცხელ ჩაისაც უდგამს… ეს სიზმარი არ ყოფილა, სინამდვილეა და გული მწყდება, ეს პოლონურ რესტორანში რომ არ ხდება. მადლობა ”რუსიკოს”. ”
განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები

კომენტარები

nino 2017-09-10 18:29
უფალმა დაგლოცოთ, რა ბედნიერება თქვენისთანა ადამიანების არსებობა, მიხარია ქართველები რომ ხართ .
მერაბი 2017-09-10 17:41
საქართველოში ეგრე რომ მოიქცე,შეიძლება იმდენი "გაჭირვებული ბებიკო" გამოჩნდეს,რომ რესტორნის დაკეტვა მოგიწიოს :( .
Lado 2017-09-09 14:25
თქვენ გაიხარეთ როგორც მე გამიხარდა.უფალი ტქვენსკენ.
giorgi 2017-09-08 11:27
წარმატებები თქვენს საქმეს!
tamriko shubitidze 2017-09-07 19:36
mixaria rusa warmatebas gisurveb.dainaxes polinetshi seni sikete

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები