ლეღვის მურაბა, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა

ეს ლეღვის მურაბის რეცეპტია, რომელიც ინტერნეტმომხმარებელმა მარინა სიყმაშვილმა შესთავაზა მზარეული დედების ჯგუფს და საოცრად დიდი მოწონება დაიმსახურა. რეცეპტს ათასზე მეტი გაზიარება აქვს და თქვენც გთავაზობთ:

"გოგონებო, როგორც შეგპირდით ლეღვის მურაბა. უწყლოდ მოხარშული. მოკლედ ასე:
ლეღვი გავრეცხე, დავჩხვლიტე, დავწურე თუშფალანგზე. მერე ჩავალაგე ქვაბში და ფენა-ფენა მოვაყარე შაქარი ბოლომდე.
დავდგი სიგრილეში მთელი ღამე.
დილით ძალიან დაბალ ცეცხლზე შემოვდგი და რომ ადუღდა, 15 წუთი ვადუღე. გამოვრთე და ბოლომდე გავაციე. გაციების მერე კიდევ ასე ვადუღე 20 წუთი... ისევ გავაციე... მესამედ ვადუღე ისევ დაბალ ცეცხლზე
უკვე იქამდე, სანამ მე არ მომეწონა მისი სისქე... ჩავაჭერი 2 ნაჭერი ლიმონი. რომ გაგრილდა - ვანილი. ე.ი. რამდენი ლეღვიც გექნებათ, შაქარი ერთი კილოთი ნაკლები უყავით. მორევა არ უნდა. ქვაბი ხელით დროდადრო შეატოკეთ. ფრო ნათელი და წკრიალა ფერია ვიდრე სურათზე ჩანს.
P.S. ასე მომზადებული, მე როგორც დავწერე არაა მშრალი. 5კილო გავაკეთე და ლიტრა-ნახევარი სეროფი კიდევ დამრჩა. თან ჩემი ლეღვი არის წყლიანი, ზოგი კი მშრალია - ამასაც მნიშვნელობა აქვს თუ როგორ ლეღვს აკეთებთ. რადგან წყლიანია და ვჩხვლეტ, მერე ფენაფენა ვაყრი შაქარს, ვდგამ მთელი ღამე, ეს იმას ნიშნავს, რომ თავის წვენს უშვებს..."

კომენტარები

მზია 2020-07-21 17:24
ასე ვაკეთებ მეც ოღონდ ვანილის გარეშე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები