აი, როგორი სამზარეულოები აქვთ ცნობილ ადამიანებს

ჯიზელ ბუნდჰენი
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სუპერმოდელი უპირატესობას ქანთრის სტილს ანიჭებს. ხის ელემენტები მის სამზარეულოს განსაკუთრებულ სიმყუდროვეს სძენს.




რიჩარდ გირი
20 წლის წინ ამ მამაკაცზე ქალები ჭკუას კარგავდნენ, დღეს კი მისი თეთრი, სადა სამზარეულო დაატყვევებს ნებისმიერ მანდილოსანს.




კამერონ დიასი
ეს კომპაქტური სამზარეულო გამოირჩევა თავისი ორიგინალური ფერით. ეს ჯანსაღი კვების მოყვარულის, ცნობილი ვარსკვლავის, კამერონ დიასის სამზარეულოა.




კირსტენ დანსტი
ფანჯრებს მიღმა ქალაქის პეიზაჟია გადაშლილი. კირსტენმა გადაწყვიტა, საკუთარი სამზარეულო ლოფტის სტილში მოეწყო. კარადები და ონკანი ფანჯრის გასწვრივაა განლაგებული, ასე რომ, ჭურჭლის რეცხვა ნამდვილად არ
მოწყინდება.



რალფ ლორენი
ცნობილ დიზაინერებსაც უყვართ კარგად მირთმევა, თუმცა ამას როდი აღიარებენ. რალფ ლორენი კი არ მალავს თავის უზარმაზარ მაცივარს, რომელიც ძალიან კარგად ეწერება სამზარეულოს მინიმალისტურ ინტერიერში.




ლივ ტაილერი
ესეც თეთრი ძალიან სადა სამზარეულო გახლავთ, თუმცა შეიცავს ჭედურ ელემენტებს. ეს ელემენტები ლივ ტაილერის სამზარეულოს შუა საუკუნეების ხიბლს სძენს.



ლედი გაგა
ესეც საოცრებაა, ეპატაჟის დედოფლისგან ყველა რაღაც განსაკუთრებულს ელოდება, თუმცა მისი სამზარეულო ქანთრის სტილში, ხისგანაა დამზადებული. სამზარეულო მთლიანად ამერიკულ სტილშია, ეტყობა, ლედი გაგას გასტროლების დროს ამერიკა ძალიან ენატრება.



ჯესიკა ჩესტეინი
ამ წითურმა ქალბატონმა უპირატესობა კლასიკურ, ნაზ სტილს მიანიჭა. უხვი სინათლე, მოკრძალებული ფერთა გამა. მშვენიერი ადგილია დასვენებისა და გემრიელი კერძების მოსამზადებლად.


რიზ უიზერსპუნი
რიზ უიზერსპუნის სამზარეულო მფლობელის ხასიათს წააგავს. ტყუილად როდი ამბობენ, რომ სახლი პატრონის ხასიათის ანარეკლიაო. ამ სამზარეულოს კი ეტყობა, რომ მის დიასახლისს მართლაც უყვარს კეთება და სამზარეულოში ფუსფუსი.

კომენტარები

elena 2020-09-20 00:11
magaria
123 2017-12-19 20:10
უი, მე ჩვენი ვარსკვლავების სამზარეულოები მეგონა და უცებ გამიკვირდა, ასეთ „უგემოვნებო“ სივრცეში როგორ სადილობენ-თქო.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები