ორი შვილის დედამ მთელი დანაზოგი ამ სახლს შესწირა, შედეგად კი კინაღამ მთელი ოჯახი მოიწამლა


როდესაც დებორა რუმბერგერმა ეს განცხადება იხილა, საკუთარ თვალებს არ უჯერებდა, ნუთუ მისი საოცნებო სახლი 200 ათას დოლარზე ნაკლები ღირდა. მას შეეძლო ამ თანხის გადახდა და სანუკვარი ოცნების ასრულება.



საკუთარი სახლი დებორას სტაბილურობის გარანტად ესახებოდა, ის ხომ მარტოხელა დედა იყო და უნდოდა თავისი გოგონებისთვის ყველაფერი საუკეთესო მიეცა. არა, შეთავაზება ბევრი ჰქონდა, მაგრამ მას რატომღაც არც ერთი არ აკმაყოფილებდა, გული არც ერთ სახლზე მისდიოდა, გარდა... ამ სახლისა.

და აი, 2009 წელს მოლაპარაკება შედგა. დამქანცველი გადასახლების პირველივე ღამეს, როდესაც დებორა დასაძინებლად დაწვა, თავი
შეუძლოდ იგრძნო.

- ისე ცუდად ვიყავი, გული ისე ძლიერად მიცემდა, რომ ნამდვილად ძალიან შემეშინდა, პირი სულ გამომიშრა, - იხსენებს დებორა.



მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა ფეხზე წამოდგომას, მაგრამ ძალები არ ჰქონდა. გამთენიისას კი მიხვდა, აშკარად სახლს სჭირდა რაღაც.

ქალმა სასწრაფოდ მიმართა ბანკს, რომლიდანაც სესხი აიღი და კომპანიას, რომელიც სახლის ყიდვაში დაეხმარა. აუხსნა ყველაფერი, თუმცა არავინ დაუჯერა, ყველა ერთხმად უმტკიცებდა, რომ გადასახლების გამო გადაღლილი იყო და დასვენებს სჭირდებოდა.

დებორა კი თავს ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო ცუდად გრძნობდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი მისმა შვილებმაც შეუძლოდ იგრძნეს თავი, უფროს გოგონას სუნთქვის პრობლემა ჰქონდა და თავის ქავილი დაეწყო, უმცროსს კი თავის ტკივილები და ღამის კოშმარები აწუხებდა.

საქმის არსში კარგად გასარკვევად დებორა სახლის ძველ მფლობელს დაუკავშირდა და 20 წლის წინანდელი ამბავი გაიგო.

აღმოჩნდა, რომ აქ ადრე წყლის მილები გაყინულა და გამსკდარა. წყალი მოედინებოდა. მაშინ სახლში არავინ ცხოვრობდა და ამ პრობლემის მოგვარებაც არავის აუღია საკუთარ თავზე. შედეგად, სახლის სარდაფში გაჩნდა ობი, რომელიც მთელ სახლს მოედო.


დებორამ კარგად შეისწავლა აბაზანის კედლები და იატაკი და აღმოჩნდა, რომ შიგნიდან ყველაფერი მომწამვლელი ობით იყო დაფარული.

დებორას დაზღვევის თანხა არ იყო საკმარისი ობის მოსაშორებლად, ეს სამუშაოები 80 ათას დოლარზე მეტი დაჯდა. თუმცა საოცნებო სახლზე უარი ქალს მაინც არ უთქვამს.

მოგვიანებით სასამართლოში უჩივლა იმ ადამიანებს, რომლებმაც იცოდნენ ამ პრობლემის შესახებ, მაგრამ არაფერი თქვეს. პროცესი 6 წელი გაიწელა. შედეგად კი ქალს აუნაზღარურეს ზარალი. დებორას მოუწია სახლის გაყიდვა, მაგრამ მან გააფრთხილა ახალი მფლობებელი არსებული პრობლემის შესახებ.



- ჩვენ დავკარგეთ რამდენიმე წელიწადი და დიდი ზიანი მივაყენეთ ჩვენს ჯანმრთელობას, ეს კარგი გაკვეთილია ჩვენთვის, ჩვენი ამერიკული ოცნება კოშმარად იქცა, მაგრამ, რას იზამ, - ამბობს დებორა, - სამწუხაროდ, არის სიტუაციები, როდესაც უნდა აიბარგო და გაიქცე.

ამბობენ, რომ ახალმა მფლობელებმა მოახერხეს სახლიდან შხამიანი ობის მოცილება და ახლა იმ სახლში ცხოვრობენ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები