საუკეთესო ეზო-ბაღების კონკურსი დასრულდა - იხილეთ გამარჯვებული ბაღები

ჩვენს საიტზე თვეზე მეტხანს გრძელდებოდა კონკურსი საუკეთესო ეზო-ბაღების გამოსავლენად. კონკურსის მონაწილეებისთვის ხმის მიცემა საიტზევე იყო შესაძლებელი (იხილეთ საკონკურსო ფოტოები და მონაწილე ბაღები).

კონკურსი გუშინ დასრულდა. ხმების რაოდენობით - 866 ხმით, ქალბატონი იზა გაბიტაშვილის მართლაც არაჩვეულებრივმა ბაღმა, დამსახურებულად გაიმარჯვა. ქალბატონი იზას ბაღი ზედა ფოტოზე შეგიძლიათ შეაფასოთ.

ასევე აარჩია ერთი მონაწილე ჟიურიმ - მონაწილეთა შორის, რომლებიც მეორე ეტაპზე გავიდნენ, ჟიურის ყველა ბაღი მოეწონა, თუმცა მათგან ყველაზე გამორჩეული, ორიგინალური გადაწყვეტით და აქცენტით არა მხოლოდ გამწვანებაზე, არამედ სხვა დეტალებზეც, იყო ქეთი ყალიჩავას ბაღი. ის ჟიურის რჩეულია.
ქეთი ყალიჩავას ბაღი


რასაკვირველია, კონკურსის მეორე
ეტაპზე გასვლა და საუკეთესო ბაღებს შორის მოხვედრა თავისთავად უკვე გამარჯვებაა და "შინ" როგორც ყოველთვის, ამჯერადაც არავის დატოვებს უსაჩუქროდ და ყველა მონაწილე "შინ"-ისგან სამსახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდება.

კომენტარები

ნენე 2018-08-01 16:43
მოდით ჩემი ეზო ნახეთ
nino 2018-02-07 00:57
მე ყველაზე მძალიან ძალიან 46 წლის ზუგდიდელი კაცის ბაღზე გადავირიე. მსოფლიო დონის იყო. მსგავსი არ მინახავს აქ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები