საფრთხე, რომელსაც საყოფაცხოვრებო ქიმია გვიქმნის და მისი შერჩევის წესები

საყოფაცხოვრებო ქიმიის შერჩევისას ქართველი მომხმარებლების დიდი ნაწილი ყურადღებას აქცევს ფასს, არომატს, ეკონომიურობას, მაგრამ ავიწყდებათ მთავარი - უსაფრთხოება.
საყოფაცხოვრებო ქიმიის შერჩევისას ქართველი მომხმარებლების დიდი ნაწილი ყურადღებას აქცევს ფასს, არომატს, ეკონომიურობას, მაგრამ ავიწყდებათ მთავარი - უსაფრთხოება. ბზინვარე ზედაპირი ყოველთვის არ ნიშნავს სისუფთავეს. მავნე ნივთიერებების შემცველი, არაეკოლოგიური საშუალებები უამრავ დაავადებას, მათ შორის, ალერგიებს, ასთმას, სასუნთქი გზების დაავადებებს და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, სიმსივნეებსაც კი იწვევენ.

და მაინც რას უნდა მიაქციოთ ყურადღება საწმენდი ან სარეცხი საშუალების შეძენისას?

ეკოლოგიურობას - რეგულაციის არარსებობის შედეგად საქართველოს ბაზარი გაჯერებულია
ისეთი საწმენდი და სარეცხი საშუალებებით, რომლებიც შეიცავენ ფოსფატებს და სხვა ტოქსიკურ ნივთიერებებს. ფოსფატები იწვევენ ალერგიებს, იმუნიტეტის დარღვევას, მაგნიუმის, კალციუმის და რკინის დეფიციტს. შესაბამისად, ხდება ისეთი დაავადებების პროვოცირება, როგორიცაა რაქიტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და რკინადეფიციტური ანემია. ეკოლოგიურად სუფთა სარეცხი და საწმენდი საშუალებები არ შეიცავენ ფოსფატებს და მსგავსი ტიპის ტოქსიკურ ნივთიერებებს. შესაბამისად ეკოლოგიურობას დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი საშუალებების შერჩევისას. სანამ შეიძენთ კარგად დაათვალიერეთ პროდუქტი და მიაქციეთ ყურადღება მასზე არსებულ წარწერებს და ნიშნებს.

ანტიალერგიულობას - საქართველოში სასუნთქი გზების ავადმყოფობების რიცხვი ყოველწლიურად საშუალოდ 30%-ით იზრდება. საწმენდი საშუალებებისგან გამოწვეული ალერგიები გამოვლინდება როგორც კონტაქტური დერმატიტის, ასევე სასუნთქი გზების პრობლემების სახითაც. ამერიკაში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ჰაერი შენობაში 200-500%-ით უფრო დაბინძურებულია, ვიდრე გარეთ. დახურულ სივრცეში ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი არაეკოლოგიური საწმენდი და სარეცხი საშუალებებია. ადამიანები ჩვენი დროის 80%-ს დახურულ სივრცეში ვატარებთ, შესაბამისად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ტიპის საწმენდ საშუალებებს ვიყენებთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჰაერის დაბინძურება საქართველოში დაავადების გამომწვევ რისკ-ფაქტორების 10-ეულში შედის. განსაკუთრებით მწვავედ ეს ფაქტორი ბავშვებზე მოქმედებს, რომელთა ორგანიზმი მეტად დაუცველია, ვიდრე ზრდასრული ადამიანის.

მწარმოებელ ქვეყანას - სარეცხი საშუალებების წარმოებისა და შემადგენლობის კონტროლი ევროკავშირში 2004 წლიდან ხორციელდება. 2013 წლიდან ერვოკავშირში წარმოებულ სარეცხ ფხვნილებში ფოსფატების გამოყენება კანონით აიკრძალა. ამ მხრივ საუკეთესო ვარიანტია გერმანიაში წარმოებული პროდუქცია, რომლის ნახვა საქართველოს ბაზარზეცაა შესაძლებელი. გერმანული პროდუქციის ხარისხს როგორც კანონმდებლობა, ასევე ამ ქვეყანაში არსებული სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა და მომხმარებლის მოთხოვნაც არეგულირებს.

საქართველოში უკვე დაწყებულია ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, თუმცა სანამ ქვეყანაში საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენების წესები რეგულირდება, მანამდე შეგვიძლია არჩევანი ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების მიხედვით გავაკეთოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები