ეს ქალბატონი 20 წელი არ ალაგებდა სახლს - რომ შევიდნენ შიგნით, თვალებს არ დაუჯერეს...

ფიქრობთ, რომ 20 წლის დაულაგებელი სახლი ნაგავსაყრელს გავს? ნურას უკაცრავად, ამ სახლში ყველაფერი აკურატულად და სუფთად იყო.

ამერიკელი ფრენსის გეიბი 2016 წელს, 101 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს ქალბატონი საზოგადოებისთვის ცნობილი არა იმის გამო გახდა, რომ 101 წელს მიაღწია, არამედ იმიტომ, რომ 20 წლის განმავლობაში არ დაულაგებია სახლი. მიუხედავად ამისა, მისი სახლის ყველა ოთახი ძალიან სუფთა და მოწესრიგებული იყო.

რა საიდუმლის ფლობდა ფრენსისი? საქმე ის გახლავთ, რომ იგი მსოფლიოში ერთადერთი, თვითგამწმენდის შემქმნელია.



ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მრავალი წლის წინ, ქმართან
გაშორების შემდეგ ფრენსისს მარტო უწევდა სახლში ყველა საქმის კეთება. მას ასევე უნდა ეზრუნა ორ შვილზე, რომლებიც კატეგორიულ უარს აცხადებდნენ მის დახმარებაზე. ქალი კი საქმეებს ვერ აუდიოდა, მით უმეტეს, რომ საკუთარი ბიზნესი ქონდა, რომლის მართვასაც ასევე ძალიან დიდი დრო და ენერგია ჭირდებოდა.

1979 წელს ფრენსისმა დააპროექტა სახლის მოდელი. ამ იდეაზე ქალი 5 წელი მუშაობდა. შედეგად, სახლი იქცა ერთგვარი ჭირჭლის სარეცხის მანქანის მოდელად.

ავტომატური სისტემა რეცხავდა ყველანაირ ზედაპირს კედლებისა და ჭერის ჩათვლით. ის ერთდროულად რეცხავდა სარეცხს, ჭურჭელს, ძაღლის სახლსაც კი ძაღლთან ერთად. ერთადერთი, რაც ღილაკზე ხელის დაჭერამდე უნდა გაეკეთებინა დიასახლისს, გახლდათ ქოლგის გაშლა და საწვიმარის ჩაცმა.

სახლში ყველა ოთახის იატაკი მეტლახის გახლდათ და დაქანებით იყო გაკეთებული, რათა წყალი გასულიყო და სანიაღვრე სისტემაში ჩასულიყო. ჭერში დამონტაჟებული მოწყობილობა ჯერ საპნიან წყალს ასხურებდა ყველაფერს, შემდეგ კი ჩვეულებრივი წყალი ირთვებოდა, რომელიც გარეცხილ ნივთებს ავლებდა. ამის შემდეგ ირთვებოდა მორიგი სისტემა, რომელიც ყველაფერს აშრობდა. რთული დასაჯერებელია, თუმცა ყოველივე ეს, რეცხვა, დავლება და გაშრობა, მხოლოდ ერთი საათი გრძელდებოდა.



რა თქმა უნდა, ამ გამოგონებას ჰქონდა უარყოფითი მხარეებიც, მაგალითად, ფრენსისის სახლში არ არსებობდა ფარდები, ხალიჩები, ხის ავეჯი პლასტიკატმა ჩაანაცვლა, სარეცხის გაფენაც დიასახლისს თოკებზე უწევდა, რათა მათი გარეცხვა მოხერხებულიყო.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, 80 წლის ქალბატონი მრავალი ტელეარხისა და ჟურნალ-გაზეთის გმირად იქცა. იგი ხშირად იმეორებდა, რომ მის გენიალურ იდეას შეეძლო საგრძნობლად გაემარტივებინა ცხოვრება მრავალშვილიანი და უნარშეზღუდული ადამიანებისთვის.

2001 წელს ძლიერმა მიწისძვრად დააზიანა ფრენსისის გამოგონება და კონსტრუქცია მხოლოდ სამზრეულოშიღა მუშაობდა. დაგვეთანხმეთ, იდეა მართლაც მაცდურია, არ დააალაგო სახლი წლობით და მაინც სუფთად იცხოვრო.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები