მწყრის კვერცხის დადებითი და უარყოფითი მხარეები

მწყერი ქათმისნაირთა რიგის წარმომადგენელი პატარა, ლამაზი ფრინველია. მას ძალიან გემრიელი და რაც მთავარია, ძალიან სასარგებლო ხორცი აქვს.

ეს ფრინველი მრავალი წლის წინ მოიშინაურეს. მისი კვერცხი უნიკალური თვისებებით გამოირჩევა. ეს ქათმის კვერცხზე თითქმის 5-ჯერ პატარა ზომის კვერცხი სულ რაღაც 12 გრ-ს იწონის, თუმცა სარგებელი ბევრად მეტი აქვს ვიდრე ჩვეულებრივ ქათმის კვერცხს. ერთი სიტყვით, მწყრის კვერცხი ვიტამინების ნამდვილი საბადოა.

100 გრ პროდუქტი შეიცავს დაახლოებით:

  • B1 – 0, 13 მგ
  • B2 – 0, 79 მგ
  • B3 – 0, 15 მგ
  • B4 – 263, 4 მგ
  • B5 –
    1, 761
  • B6 – 0, 15
  • B9 - 66 მკგ.


ასევე შეიცავს K, D, E, ვიტამინებს.

არც მაკროელემენტების ნაკლებობას განიცდის, მწყრის კვერცხში არის კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი.

მიკროელემენტებიდან წარმოდგენილია მარგანეცი, რკინა, სპილენძი.

ეს პროდუქტი ძალიან დაბალკალორიულია. 100 გრ დაახლოებით 160 კალორიას შეიცავს.

ყოველივე ზემოთჩამოთვლილიდან გამომდინარე შეიძლება თამამად განვაცხადოთ, რომ მწყრის კვერცხი ადამიანის ორგანიზმისთვის მეტად საჭირო და მნიშვნელოვანი პროდუქტია.

იაპონელებმა, ჰოლანდიელებმა და ფრანგებმა დიდი ხანია ჩართეს მწყრის კვერცხი ყოველდღიურ რაციონში და საკუთარი სამზარეულოს შეუცვლელ პროდუქტად აქციეს.

ერთი სიტყვით, ჯანმრთელმა ადამიანმა ნებისმიერი რაოდენობით შეიძლება მიიირთვას მწყრის კვერცხი. Aამ პროდუქტის მიღება რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მქონე ადამიანებისთვის. მწყრის კვერცხში შემავალი ნივთიერებები ასევე აუმჯობესებს ადამიანის მეხსიერებას, ასევე ძალიან ეფექტურია ნერვული სისტემის დასამშვიდებლად. Aასევე ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვის. რეკომენდებულია ორსული ქალებისთვის. ძალიან კარგია კბილებისა და თმოს ცვენის პროფილაქტიკისთვის.

მამაკაცებში ხელს უწყობს მამაკაცური პოტენციის ზრდას.

მიუხედავად უამრავი დადებითი ფაქტორისა, ზომიერების დაცვა მაინც აუცილებელია. მწყრის კვერცხის ყიდვისას აუციებლად იაქციეთ ბყურადრება ვარგისიანიბის ვადას. გაითვალისწინეთ, რომ მწყრის კვერცხი კარგად ინახება არა უმეტეს 10 გრადუს ტემპერატურისა, თუ ტემპერატურა უფრო მაღალი იქნება, მაშინ კვერცხი მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში იქნება ვარგისი, სწორად შენახვის შემთხვევაში კი - სამი თვე.

ამ პროდუქტის ჭარბად მოხმარებას არ ვურჩევთ ღვიძლის დაავადების მქონე ადამიანებს. ასევე უნდა მოერიდონ ისინი, ვისაც აწუხებს დიაბეტი და ათეროსკლეროზი.

მწყრის კვერცხის არასწორად შენახვის შემთხვევაში შესაძლოა თავი იჩინოს სალმონელოზმა. თუმცა თერმულად დამუშავების შემთხვევაში ამ პარაზიტის მოქმედება მინიმუმამდე დადის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები