ინტერიერის დიზაინი ვერძის, ლომისა და მშვილდოსნისთვის

ცეცხლის ნიშიები ინტერიერში ფუფუნებას წარმოაჩენენ 

ტემპერამენტი:

• ცხოვრებისეული ცეცხლოვანების განხორციელების ნიჭი;
• გამოირჩევიან სიცოცხლის სიყვარულით;
• მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობით;
• მსახიობური ნიჭით;

ინტერიერის მოსაწყობად რეკომენდებული ფერები:

წითელი და შავი - ნამდვილი ლიდერების ფერია. უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. მიეცით თავს უფლება პერიოდულად განაახლოთ ინტერიერი და თამამად შეიტანოთ მასში ნათელი ფერები. წითელი ფერი ფონად და აქცენტებში ყოველთვის იქცევს ყურადღებას. ეს კი ის არის, რაც თქვენ გჭირდებათ!

რეკომენდებული სტილი:

21 საუკუნის სტილი-ნეობაროკო და სოფტმინიმალიზმი.

რატომ ბაროკო? იმიტომ, რომ ეს ყველაზე ნათელი, გლამურული და შთამბეჭდავი სტილია, რომელიც ზუსტად შეესაბამება

ცეცხლოვანი ნიშნის დემონსტრატიულ ნატურას. ნეობაროკო- ძველებური მოტივებია თანამედროვე შესრულებით.

 

ნეობაროკოს მახასიათებელი ნიშნები:

  • ექსტრემალური მანათობელი ფერები;
  • ფერების მკვეთრი კონტრასტი;
  • რბილი ავეჯი, სარკეები, მანათობლები და სურათები; თეატრალური ექსცესების პომპეზურობა;
  • რთული დეკორი.

 ყველაფერი ეს ერთობლიობაში ქმნის შთამბეჭდავ სანახაობას.

 

თუმცა ყოველივე თამაშს უფრო წააგავს. ამასთან ინტერიერი რჩება ფუნქციონალური, გამოიყენება თანამედროვე მასალა და ტექნოლოგიები.
რატომ მინიმალიზმი და მაღალი ტექნოლოგიები? იმიტომ, რომ ეს ელიტარული, ექსკლუზიური და თანამედროვე დიზაინერული მიგნებაა.

სოფტმინიმალიზმის დამახასიათებელი ნიშნებია:

შთამბეჭდავი კონტრასტი ლაკონურობისა და ფუფუნების:

თუ ქვას გამოიყენებთ - მაშინ მხოლოდ უნიკალური მარმარილო.
თუ ხე - მაშინ იშვიათი ძვირადღირებული სახეობა;
თუ კერამიკული ფილა - მაშინ ნატურალური ტყავის იმიტაცია;
თუ ფერები - აუცილებლად მკვეთრი და გამომწვევი.



ინტერიერი ვერძისთვის

ინტერიერი უნდა იყოს მისი ინდივიდუალობის გამომხატველი. თამამი დიზაინერული გადაწყვეტილებები, არაჩვეულებრივი ფერთა შეხამება - აქ ნამდვილად კომფორტულად იგრძნობს იგი თავს. მის სახლში აუცილებლად მოიძებნება ადგილი მხიარული შეხვედრებისათვის- ფართო მისაღები, სასადილო - გაერთიანებული სამზარეულოსთან. 

ინტერიერი ლომისთვის

თავისი საცხოვრებლის ინტერიერისთვის ლომი არ დაიშურებს ხარისხიან, ლამაზ ნივთებს. მისთვის მთავარია არა მარტო კომფორტი, არამედ სტუმრებზე შთაბეჭდილების მოხდენა. ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სასტუმრო ოთახის გაფორმებას. ლომი სიამოვნებით განათავსებს კედლებზე ძვირფას სურათებს და სხვა ფუფუნების საგნებს.

ინტერიერი მშვილდოსნისთვის
მშვილდოსანი მამაკაცი - მოუსვენარია და არ გამოირჩევა სახლზე მიჯაჭვულობით. მისთვის მთავარია მოხერხებულად დასვენება, დანაყრება და ხმაურიანი გართობა. ინტერიერი უნდა იყოს ფუნქციონალური და კომფორტული - გაფორმებული სუვენირებით. ქალი- მშვილდოსანი მიდრეკილია მყუდრო „ბუდის“ მოწყობისაკენ. ის გამოირჩევა კარგი გემოვნებით და სახლის მოსაწყობად გამოიყენებს მოდურ ტენდენციებს.

იხილეთ ინტერიერის დიზაინი ჰაერის ნიშნებისთვის: მერწყულის, ტყუპისა და სასწორისთვის

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები