ბოლო დროის მოდური ინტერიერი

თანამედროვე სტილი ისევ და ისევ დომინირებს სახლების მოწყობის დროს. მოდით განვიხილოთ სახლის თანამედროვე სტილში მოწყობის რამდენიმე ვარიანტი. თუ სახლის თანამედროვე სტილში მოწყობა გადაწყვიტეთ, ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ თანამედროვე სტილი უპირატესობას ღია ზონებს ანიჭებს.

 

აქედან გამომდინარე სამზარეულო ხშირად სახლის ცენტრალურ ნაწილად იქცევა ხოლმე. ეს აღარ არის დიასახლისის ზონა, ეს არის ზონა, რომლშიც თავს იყრის მთელი ოჯახი.

სახლის მოწყობა თანამედროვე სტილში ძალიან მნიშვნელოვანია. ღია სივრცე კარგად უნდა დაიგეგმოს. სახლის ზონებად დაყოფა ამ შემთხვევაში ავეჯის ხარჯზე უნდა მოხდეს. 

თანამედროვე ინტერიერი ძალიან დიდი პატივს სცემს გეომეტრიას.

ეს გულისხმობს როგორც განათებას, ისე ავეჯს. აქტუალური გახდა ინტერიერში აგურის ან ხის ელემენტები გამოყენება, რაც სულ ცოტა ხნის წინ დაუმთავრებელ სახლთან და რემონტთან ასოცირდებოდა. ინტერიერის მოწყობის დროს უპირატესობა ენიჭება ბუნებრივ და ეკოლოგიურად სუფთა მასალას, ხეს და ქვას. 

ფოტოებზე თქვენ ხედავთ ევროპელი დიზაინერების ნამუშევრებს. შესაძლოა აღმოაჩინოთ თქვენთვის სასურველი სტილი, რომელიც დაგეხმარებათ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები