ბალიშები ინტერიერში - პრაქტიკული რჩევები

თუ თქვენ დიდი მნიშვნელობას ანიჭებთ სახლში სიმყუდროვეს და ცდილობთ თითოეული ოთახი კიდევ უფრო კომფორტული და მოსახერხებელი გახადოთ, ეს რჩევები ძალიან დაგეხმარებათ ჩანაფიქრის განხორციელებაში.ოთახში სიმყუდროვის შესაქმნელად გამოგადგებათ ბალიშები, დიახ ჩვეულებრივი ბალიშები. გარდა იმისა, რომ მასზე თავი უნდა დადოთ და ტკბილად დაიძინოთ, ის თქვენი ინტერიერის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად შეიძლება იქცეს.

გირჩევთ შეიძინოთ სამი ან ხუთი დეკორატიულო ბალიში. მათი ფერი კარგად უნდა უნდა ეხამებოდეს საწოლოს გადასაფარებლის ფერს, ფაქტურა კი აუცილებლად განსხვავებული უნდა იყოს. ყველაზე ადვილია რამდენიმე ბალიშის რიგებად განლაგება, იქნება ეს სამი თუ ორი რიგი.

ჯერ ვდებთ იმ ბალიშებს, რომლებზეც გვძინავს ხოლმე და მერე ვერტიკალურად მივაყუდებთ დეკორატიულ ბალიშებს.

თუ ჩვეულებრივი, კვადრატული და მართკუთხედი ფორმის ბალიშების გარდა კიდევ გაქვთ სხვა ფორმის ბალიშები, მრგვალი, რომბის ან გულის ფორმის, ეცადეთ ისინი ყველაზე გამოსაჩენ ადგილას მოათავსოთ. ასეთი ბალიშებს ყველაზე ხშირად ინტერიერის სტილის და თემატიკის შესაქმნელად იყენებენ.

ბალიშების განთავსება ძალიან ეფექტურია კეგლის სტილშიც. ჯერ დადეთ სამი ბალიში, შემდეგ რიგში ორი და ბოლოს ერთი.

თუ ბევრი ბალიში არ გაქვთ და არ ხართ დიდი მოყვარული, მაინც მოახერხებთ პატარა კომბინაციის შემუშავებას. უბრალოდ აიღეთ ჩვეულებრივი ბალიში, დადეთ ჩვეულ ფორმაში და დეკორატიული ბალიში მიუდეთ ვერტიკალურად. ასე მიიღებთ ჯვარედინ ფორმას. ეს თქვენს ოთახს ორიგინალურ ელფერს მიანიჭებს.

შეგიძლიათ დეკორაცია ფერების მიხედვით შეცვალოთ. უკანა რიგში დადეთ ღია ფერის ბალიშები, წინა რიგში კი მიუდეთ მკვეთრი ფერები ან ორნამენტებიანი თუ ფიგურული.

თუ დასვენების დღე გაქვთ, არსად გეჩქარებათ და ბალიშებიც უხვად გაქვთ, შეგიძლიათ მიმართოთ ფანტაზიას და საკუთარი ფანტაზიის წყალობით შექმნათ სხვადასხვა კომბინაცია.

თუ თქვენი საწოლი კედელთან დგას და ბევრი ბალიში გაქვთ, შეგიძლიათ ეს ბალიშები არა მარტო საწოლზე განალაგოთ, არამედ კედლის გასწვრივ ჩაამწკრივოთ. ეს ძალიან ლამაზი სანახავი იქნება.

თუ ეს ყველაფერი გეზრებათ და ბალიშები უხვად გაქვთ, უბრალოდ მიმოფანტეთ ისინი თქვენს საწოლზე. გვერწმუნეთ, მაინც ლამაზი და იქნება და ოთახსაც შესძენთ სიმყუდროვეს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები