არაბ შეიხთა ზღაპრული სასახლეები - ფოტოები მათი საცხოვრებელი ოთახებიდან

 არაბი შეიხები სიმდიდრისა და ფუფუნების ეტალონებად მიიჩნევიან. საუდის არაბეთში და არაბთა გაერთიანებულ ემირატებში მსოფლიოს ყველაზე მეტი მდიდარია თავმოყრილი. მათი ცხოვრება ოქროს მდინარესავით მიედინება და მსოფლიო მოსახლეობის შურსა და ინტერესს იწვევს. ბევრი რამ მათ ყოფა-ცხოვრებაზე ლეგენდის დონეზეა ცნობილი, თუმცა მათი საცხოვრებლების ფოტომასალაც პერიოდულად ვრცელდება.
წარმოგიდგენთ არაბ შეიხთა აპარტამენტებს - გემოვნებაზე ნუ ვიდავებთ, ფუფუნება კი უდავოდ თვალშისაცემია.
სხვათა შორის, შეიხებს ისეთივე ეჭვიანი დამოკიდებულება აქვთ სახლებისადმი, როგორც საკუთარი ცოლებისადმი - უცხო თვალისთვის საჩვენებლად არ ემეტებათ. გავრცელებული ფოტოების უმრავლესობა პაპარაცულია ან მან

ამდეა გადაღებული, სანამ ამ სახლებში შეიხები დაბინავდნებოდნენ.
ქვემოთ წარმოდგენილი ფოტოები სამსართულია შუშის სასახლეა, რომელიც არქიტექტორებმა Leona & Harry Helmsley-მა შექმნეს. მოგვიანებით ის შეიხმა საუდ ალ შალაანმა გამოისყიდა. მისი არქიტექტურული ელემენტები ინდური ტაჯ-მაჰალის მსგავსია. 27 ხელოსანი ამ სასახლეში 2 წლის მანძილზე შრომობდა. მისი ფართობი 540 კვადრატული მეტრია.

 

 

კომენტარები

ia 2017-11-04 12:00
სიმყუდროვის და სითბოს ნასახი არ არის ამ სასახლეებში..1 დღესაც ვერ ვიცხოვრებდი ამ საშინელ კედლებში. მგონია რომ ვინც ცხოვრობს ,ისინიც არ არიან ბოლომდე ბედნიერები
დამიჯერეთ 2017-04-23 19:51
არ მინდა ასეთი ზღაპარი. პატარა მყუდრო ბინა ბევრი შვილები ბედნიერი სახეები ირგვლივ და ჩუმი და შეუმჩნეველი ცხოვრება. სხვა არაფერია ბედნიერება!
emigranti 2017-04-11 00:24
ერთოთახიანი ბინა რომ მაყიდინა, იმისთვის რამდენს და როგორ ვშრომობ, ნეტა გაცოდინათ. და ისიც არ ვიცი , დავაგროვებ თუარა და მეღირსება თუარა როდესმე ...
ანანო 2017-03-31 00:09
ნაქირავებში ვცხოვრობ. ქველმოქმედების მიზნით ოროთახიან ბინას არ მიყიდიან?:)))
ანანო 2017-03-31 00:08
ნაქირავებში ვცხოვრობ, ქველოქმედების მიზნით ოროთახიან ბინას არ მიყიდიან?:)))))

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები