ყველასათვის უცნობი საოცარი ადგილები

მსოფლიოში მრავალი ღირსშესანიშნაობა არსებობს და ყველა ოცნებობს მათ მონახულებაზე. საუბარია ისეთ ადგილებზე, რომელთაც ყველა კარგად იცნობს, თუმცა არსებობს ადგილები, რომელთა შესახებაც ძალიან ცოტას თუ სმენია, თუმცა, დაგვიჯერეთ, ამ ადგილების შესახებ ყველამ უნდა იცოდეს.


ივუარი, საფრანგეთი
ეს ფერადი და ულამაზესი სოფელი საფრანგეთში მდებარეობს და დაახლოებით 700 წლის არის. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი საომარი ბატალიის და ბუნებრივი კატაკლიზმის მსხვერპლი ყოფილა, ამ სოფელმა მაინც მოახერხა პირვანდელი, ისტორიული სახის შენარჩუნება.

ჟენევის ტბის მახლობლად დგას პატარა კოშკი. პატარ-პატარ მოხვეული ქუჩები, შესანიშნავი მცხოვრებლები, ულამაზესი ბაღნარები - ეს

ყველაფერი ნამდვილად ღირს ნახვად.
ივუარი საფრანგეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია.

კენგურუს კუნძული, ავსტრალია

ეს ის ადგილია, რომლის მონახულებაზეც ერთნაირად ოცნებობს დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი. ტერიტორიის მესამედი ნაკრძალებსა და ნაციონალურ პარკებს უკავია. ძალიან შთამბეჭდავი სანახავია უზარმაზარი კლდეები და მწვანე მდელოები. ჩვეულებრიბვ სეირნობის დროს შეიძლება შეხვდეთ კენგურუს, კოალას, ასევე სხვადასხვა იშვიათი სახეობის ფრინველს, კაკადუს, ჯუჯა პინგვინებს.

ოკეანის წყლებში კი ნახავთ დელფინებს და ზვიგენებს. ეს ავსტრალიის ყველაზე თავისუფალი და ლამაზი ადგილია.


ბურტანჟის ციხე, ნიდერლანდები


ბურტანჟის ციხე, იგივე ვარსკვლავების ციხე მდებარეობს ნიდერლანდებში. ის 80-წლიანი ომის დროს აშენდა, როდესაც ქვეყანა ესპანეთის ბატონობისგან თავის დასაღწევად იბრძოდა. არქიტექტორებმა სპეციალური სქემა შეიმუშავეს არტილერიისგან თავის დასაცავად.

ომის შემდეგ ბასტიონი მიტოვებული იყო, თუმცა შემდეგ კვლავ გაამაგრეს და გააფართოვეს. მე-19 საუკუნიდან კი ბურტანჟი ადგილობრივი ერთობის საკუთრებაა. ამ ადგილის მონახულება ძალიან საინტერესოა, გარდა ამისა, აქ შესანიშნავი პეიზაჟები იშლება.


ალბარასინი, ესპანეთი


ფილოსოფოსი ორტეგა გასეტი წერდა, რომ ამ ქალაქს ზღაპრული სილუეტი აქვს. ალბარასინსს ვარდისფერ ქალაქსაც უწოდებენ.

ეს სახელწოდება ამ ქალაქმა მუსლიმების დროს მიიღო, მე-9-მე-12 საუკუნეებში. აქ ყველაფერი საოცრად ლამაზია, ძველი, პატარ-პატარა ქუჩები, სერა დე ალბარასინის მთები, მწვანე მდელოები და ცისფერი ტბები. ამ ქალაქში სეირნობისას თქვენდაუნებურად აღმნოჩნდებით ძველ ესპანეთში.

დევონშირი, ინგლისი


დენვონშირის საგრაფო ინგლისშია, გარემოცული ბრისტონისა და ლა მანშის ყურით. ადრე აქ იყო კელტებით დასახლებული დუმონია. დევონშირი არის კურორტები, მეთევზეთა დასახლებები, პორტები. სწორედ აქ, დევონშირში დაიბადნენ ისეთი ცნობილი მეზღვაურები, როგორებიც იყვნენ სერ ფრენსის დრეიკი და უოლტერ რეილი, ასევე დეტექტივების დედოფალი აგათა კრისტი.

ასევე სწორედ ამ ადგილებში ხდება მოქმედება არტურ კონან დოილის ცნობილ ნაწარმოებში " ბასკერვილების ძაღლი".  ამ ადგილას შეძლებთ ყველაზე მკაცრი და თავდაჭერილი, კოლორიტული ლანდშაფტის, მყუდრო სახლებისა და საიდუმლო გზების მქონე საოცარი ქვეყნის ჭეშმარიტი სახის დანახვას და შემეცნებას.

კუნძული ჰოკაიდო, იაპონია

თუ ოდესმე იაპონიაში მოხვდებით, არ დაგავიწყდეთ კუნძულ ჰოკაიდოს მონახულება. პერფექციონისტმა იაპონელებმა აქ მრავალი შესანიშნავი ადგილი შექმნეს, რომელთაც ხალხისთვის სითბოსა და სიამოვნების, ასევე საოცარი შთაბეჭდილების მინიჭება შეუძლიათ. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მთის მწვერვალზე გაშენებული უნკაის ტერასა, ლავანდას საოცარი მინდვრები თავისი საოცარი სურნელით და ფერებით. აქედან იშლება უმშვენიერესი ხედი დამრეცი მთის კალთისა და ცისფერი ტბის. ასევე აქ შეიძლება შეხვდეთ ცხოველ მომონგას, რომელიც მხოლოდ აქ ბინადრობს.  რაც მთავარია, თქვენ გაგაოცებთ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ბუნებასთან ურთიერთობის საოცარი სინთეზი.


მონსანტო, პორტუგალია


მონსანტოს კოლორიტული ქალაქი გრანიტის ლოდებშია ჩამალული. აქ იშლება ულამაზესი პანორამა, მთები, სიმწვანე, ქვის ფილაქნიანი პატარა ქუჩები, კრამიტის სახურევები. დიდი ხნის წინ მონსანტო ბეირ-ბაიშის პროვინციის ცენტრი იყო. 800 წლის განმავლობაში აქაური ლანდშაფტი ძალიან არ შეცვლილა, ამიტომაც ეს პატარა ქალაქი 1938 წელს ყველაზე პორტუგალიურ სოფლად მიიჩნიეს. აქ ხეტიალზე სასიამოვნო არაფერია, ტრადიციული კერძების დაგემოვნება კი ლოდების ქვეშ განთავსებულ რესტორანში შეგიძლიათ.

ფრთიანი კანიონი, ისლანდია


ეს საოცარი კანიონი ისლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და საუცხოო რამ არის. მისი დანახვისას უბრალოდ სული შეგეკვრებათ. კანიონი მდინარე ფიადრასტან წარმოიქმნა გამყინვარების პერიოდის შემდეგ. მისი სიგრძე დაახლოებით 2 კმ-ია, სიღრმე კი 100მ. აქ თქვენ გელოდებათ არა მარტო სასიამოვნო გასეირნება, არამედ ნამდვილი თავგადასავალი. 

 

ალბერობელო, იტალია


მინიატურული ალბერობელო გაგაოცებთ. მისი პატარ-პატარა სახლუკები პირველივე დანახვისას დაიპყრობს თქვენს გულს. აქ ათასობით პატრა, ჯადოსნური სახლია აშენებული, რომელთაც კონუსისებური სახურავები ამშვენებს. ბევრი მათგანი 7 საუკუნეს ითვლის. ქალაქს სახელი მის მახლობლად მდებარე ტყის პატივსაცემად დაარქვეს. ამ მშვენიერ ადგილას თქვენ თვალწინ გადაიშლება ნამდვილი მზიანი და თბილი იტალია.

 

წიფლის ხეივანი, ირლანდია


ბნელი ხეივანი _ საოცარი, ზღაპრული ადგილი. მდებარეობს სოფელ არმისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მახლობლად. ეს შესანიშნავი ხეივანი გახსნა სტიუარტების საგვარეულომ 3 საუკუნის წინ. მათი მიზანი იყო აღფრთოვანებაში მოეყვანათ იმ მამულის ყველა მნახველი, რომელიც ახლა გოლფ კლუბს წარმოადგენს.
ძველი ლეგენდის თანახმად, ხეივანში შესაძლოა შეხვდეთ რუხ ლედის. ეს ლეგენდაა, თუმცა ამ სოფლის მაცხოვრებლებს ძალიან სჯერათ ძველი თქმულებების.

 

კანდოვანი, ირანი


სოფელი კანდოვანი შორიდან ჭიანჭველების ბუდეს მოგაგონებთ. ამ ქვის სახლებში ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. თუმცა, ამ სახლების  გარეგნულმა იერსახემ არ დაგაბნიოთ, აქაური მოსახლება უკვე დიდი ხანია კარგად არის ადაპტირებული თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს საოცარი რელიეფი შორეულ წარსულში, ვულკან საჰანდის ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნა. სხვათა შორის, სიტყვა-სიტყვით ამ დასახლებს თარგმანი ასეთია - ფუტკრების სკები. აქ მოხვედრისას თქვენ თავი სპარსული ზღაპრის გმირი გეგონებათ.


ჰობიტონი, ახალი ზელანდია


ეს ფანტასტიკური სოფელი ფილმ "ბეჭდების მბრძანებელის" გადაღებამდე ერთი წლით ადრე შეიქმნა ცხვრების საძოვრების ადგილას სპეციალურად ამ ფილმისთვის.

ფილმის გადაღების შემდეგ ეს სოფელი ცოტა ხანი სულ ცარიელი იყო, თუმცა მალე იქცა ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ადგილად, სადაც უამრავი მნახველი ჩადის. ბევრს აინტერესებს ამ ფილმის ადგილების რეალურად ნახვა.

ტიტიკაკას ტბა, პერუ, ბოლივია


ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ეს ტბა წმინდაა. მეცნიერების აზრით, ძველ დროში ეს ტბა იყო ჩვეულებრივი ზღვა, სადაც დაცურავდნენ თევზები და ვეშაპებიც კი. ტიტიკაკაში 300-მდე მდინარე ჩაედინება. ასევე ამ ტბაში შეგიძლიათ დაინახოთ უცნაური მოცურავე კუნძულები, რომლებზეც ინდიელები სახლობენ. ბოლო საუკუნეში ამ ადგილის მკვიდრთა ცხოვრების წესი არ შეცვლილა, აქ მოგზაურობის შემდეგ თქვენ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ დროში იმოგზაურეთ.

 

კუნძული გასტელუგაჩე, ესპანეთი

კუნძული გასტელუგაჩე ბისკაის ყურეს სანაპიროზე მდებარეობს. მატერიკთან ვიწრო ბილიკი - კიბე აკავშირებს, რომელსაც 237 საფეხური აქვს. ეს ადგილი საოცარი სანახავია.  ვინც მას ერთხელ ნახავს, არასდროს დაავიწყდება ის შეგრძნება, რომელიც გამოწვეულია ცისფერი ტალღებითა და სუფთა ჰაერით.

შეფშაუენი, მარკო


ცისფერი ქალაქი შეფშაუენი რიფის მთებთან მდებარეობს. აქ თვალს ახარებს ულამაზესი პეიზაჟები, უძველესი არქიტექტურა, მაგრამ მთავარი მაინც ფერია - ცისფერი. აქ აღმოჩენილ ადამიანს თავი ზღაპარში ეგონება.

კომენტარები

tamari 2017-04-23 23:45
zalian shambechtavia siamovnebit vimogzaurebdi mec
ლალი 2016-11-21 17:01
ზალიან კარგი და სასიამოვნოა ასეთი სანახაობები.
marika 2016-04-19 13:11
dzalian momewona
rusudani 2016-04-08 08:03
ai, eg aris sanaxaoba-saocreba
მაკო 2016-04-07 19:50
ძალიან ვისიამოვნე,ძალიან საინტერესო იყო!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები