რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად დიასახლისები სახლის დალაგების დროს

გაზაფხულის მოსვლას ლამაზად, სუფთად დალაგებული სახლით უნდა შევხვდეთ, გაკრიალებული ფანჯრებით, რომელშიც კარგად შემოვა სინათლე და სითბო.

თუ გრძელი ზამთრის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ მოახერხეთ სახლის გენერალურად დალაგება, სანამ ამ საქმეს შეუდგებით, ეს სტატია წაიკითხეთ, დარწმუნებულნი ვართ, ბევრ საინტერესო და საჭირო რჩევას მიიღებთ.

ბევრი დიასხლისი, რამდენადაც სუფთა და მოწესრიგებული უნდა იყოს იგი, სახლის დალაგების დროს ხშირად უშვებს ხოლმე ერთი და იგივე შეცდომას. ჩვენ შევეცდებით მიგითოთ, რა შეცდომებს ვუშვებთ ჩვენ

და უნებურად სახლის დალაგების დროს.


გასარეცხი ნაგვის ურნა


თუ სამზარეულოში არასასიამვნი სუნი შენიშნეთ და დარწმუნებული ბრზანდებიტ, რომ იატაკი სუფთაა და ნაგვის ურნაც ცარიელია, კარგად დაათვალიერეთ თავად ნაგვის ურნა, შეიძლება სწორედ მისი კარგად გარეცხვა დაგავიწყდათ.

ასე რომ, ამ პრობელმის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ კვირაში ერთხელ საგულდაგულოდ, სარეცხი საშუალების გამოყენებით გარეცხოთ თქვენი ნაგვის ურნა.


სარეცხი საშუალების დროზე ადრე მოშორება


თუ თქვენ არ მოგწონთ, როგორ გამოიყურება თქვენი იატაკი, მაგიდის ან სამზარეულოს სამუშაო ზონის ზედაპირი, კარგად გაიხსენეთ, დროზე ადრე ხომ არ მოაშორეთ საწმენდი თუ სარეცხი საშუალება, რომლითაც მის გასუფთავებას ცდილობდით.

კრემგელის, ან ფხვნილის დატანის შემდეგ ნებისმიერ ზედაპირზე საჭიროა გარკვეული პერიოდით მისი გაჩერება, რათა ამ საშუალებამ იმოქმედოს და მაქსიმალურად შეასრულოს თავისი ფუნქცია, სწორედ ამის შემდეგ უნდა ჩამორეცხოთ ზედაპირი სუფთა წყლით.


სხვადასხვა ზედაპირის საწმენდად ერთი და იგივე ჩვრის გამოყენება


სახლის დალაგების დროს ეცადეთ ყველა ზედაპირი სხვადასხვა ჩვრით გაწმინდოთ, ასე თავიდან აიცილებთ მიკრობების გავრცელებას.


ჭუჭყიანი კლავიატურა


სანამ კლავიატურას ანტისეპტიკური სასუალებიტ დაამუსავებთ, არ დაგავიწდეთ ამ კლავიატურის კარგად ამოსუფთავება. ნაპრალებსი ხომ უამრავი მტვერი გროვდება და საჭმლის ნარჩენებსაც უხვად შეხვდებით, ჩვენ ხომ ასე ძალიან გვიყვარს კომპიუტერთან ჭამა.


სარეცხის კონდიციონერის გადაჭარბებული დოზით გამოყენება
ფრთხილად იყავით რეცხვის დროს კონდიციონერის, იგივე სარეცხის დამარბილებლის გამოყენების დროს. თუ დოზას გადააჭარბებთ, თქვენ ნამდვილად არასასურველ შედეგს მიიღებთ, იმის მაგივრად, რომ სარეცხი დაარბილოთ, პირიქით, მას გააუხეშებთ.


ყავის მადუღარა
ახალმოდუღებული ყავის მოყვარულებს ვურჩევთ, გემრიელი სასმელის მირთმევის შემდეგ გულდასმით გამორეცხოს ის ჭურჭელი, რომელშიც ყავა მოადუღა. საქმე ის არის, რომ დროთა განმავლობაში ეს ჭურჭელი იკეთებს ნალექს, რომელიც, გარდა იმისა, რომ თავად ყავას უკარგავს გემოს, თქვენი ორგანიზმისთვისაც საკმაოდ საზიანოა.


ხელით ყველაზე ხშირად შეხების ადგილების წმენდა
ყურადღება მიაქციეთ ისეთ ადგილებს, რომელსაც ყველზე ხშირად ვეხებით ხელით, ეს არის კარების სახელურები, ონკანი. ეს ადგილები აუცილებლად ხშირად უნდა გაწმინდოთ სადეზინფექციო საშუალებებით.


უნიტაზის საწმენდი ჯაგრისი
ეცადეთ, რომ უნიტაზის საწმენდი ჯაგრისის ჩასადები არ იყოს მუდმივად სველი, რაც ხელს უწობს მიკრობების გამრავლებას. შეეცადეთ შეიძინოთ ისეთი ჯაგრისი, რომლის ჩასადებიც ნაწილობრივ ღია იქნება, ასე ჯაგრისი მალე გაშრობას მოახერხებს.


სარეცხი ღრუბლის დიდხანს გამოყენება
ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი, შეიძლება ითქვას, ბაქტერიების ბუდეა. ეცადეთ ეს ღრუბელი ხშირად ცვალოთ. თუ თქვენ ვერ ახერხებთ სარეცხი ღრუბლის ხშირ ცვლას, ეცადეთ მის დეზინფიცირებას, ჩაალბეთ ის მდუღარე წყალში, როგორც ცნობილია, მაღალ ტემპერატურაზე მიკრობები კვდება.


ფანჯრების წმენდა მზიან ამინდში
თბილ, მზიან ამინდში გირჩევთ სასეირნოდ პარკში წახვიდეთ, ფანჯრების წმენდა კი მოღრუბლულ ამინდში გირჩევნით. საქმე ის არის, რომ მზიან ამინდში ფანჯრის საწმენდი საშუალება მალე ორთქლდება, რაც მინაზე ცუდად ჩანს, ამ ხარვეზის მოშორებას კი დრო ჭირდება, თქვენ მინის გაწმენდა რამდენჯერმე დაგჭირდებათ. ასე რომ, თუ ფანჯარას მოღრუბლულ ამინდში გაწმენდთ, ამას ბევრად ნაკლებ დროში მოახერხებთ.


ნივრის საჭყლეტის არასწორი რეცხვა
საჭმლის კეთების დროს ჩვენ ხშირად ვიყენებთ ისეთ ნივთებს, რომელთა ჭურჭლის სარეცხ მანქანში რეცხვა არ არის რეკომენდებული. ასეთია ნივრის საჭყლეტი, გირჩევთ ეს ნივთი ხელით გარეცხოთ საგულდაგულოდ.


ტელევიზორის პულტი
ეს ის ნივთია, რომელზე ყველაზე მეტი მიკრობი გროვდება. თუმცა ამის შესახებ რატომღაც არასდროს ვფიქრობთ. გირჩევთ ამ საკითხს გულისყურით მოეკიდოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ სახლში პატარა ბავშვი გყავთ. გირჩევთ პულტი პოლიეთილენის ცელოფანში მოათავსოთ, პულტი კი რაც შეიძლება ხშირად გაწმინდოთ სადეზინფექციო ხსნარით.

კომენტარები

monika 2016-05-17 11:38
ნუ თარგმნით ყველაფერს უაზროდ რა, საქართველოში უმრავლესობას არ აქვს ჭურჭლის სარეცხი მანქანა და ისედაც ხელით რეცხავენ ნივრის საჭყლეტს. თან სათაურიც იქნება სწორად შეარჩიოთ. უკეთეს რაღაცას ველოდი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები