6 შეცდომა ჩაქაფულის მომზადებისას - რაში ცდებიან დიასახლისები

ჩაქაფული აღდგომი დღესასწაულისთვის ერთ-ერთი ტრადიციული კერძია. მის მომზადებას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება და რეცეპტიც ყველსთვის ხელმისაწვდომია. თუმცა ყველა დიასახლისმა იცის, რომ მთავარი საიდუმლოებები სწორედ წვრილმანებშია. ამ წვრილმანების არცოდნა ჩაქაფულის საგემოვნო თვისებებზეც აისახება. წარმოგიდგენთ 5 მთავარ შეცდომას, რომელსაც ჩაქაფულის მომზადებისას უშვებენ.
1. ხბოს ხორცი რაც უფრო ქორფაა, მით უკეთესი
წინასააღდგომო დღეებში გასაყიდად ხშირად შეხვდებით ხბოს ხორცს, რომელიც ჯერ ძალიან ქორფაა, ბევრი სისველე აქვს, ძალიან პატარაა და ჩამოუყალიბებელი ხორცი აქვს. ასეთი ხორცი სულაც არ არის გემრიელი და ხარშვისას თითქმის "ქრება". სინამდვილეში ხორცი

მოზრდილი ხბოსი უნდა იყოს, შემკვრივებული და არა ძალიან "სლიპინა" სტრუქტურის.

2. ფენები
მიაჩნიათ, რომ უმი მწვანილი და ხორცი აუცილებლად ფენა-ფენა უნდა განთავსდეს და ერთად მოიხარშოს. ეს ნამდვილად სწორია, თუ კერძს ბატკნის ან ხბოს ხორცისგან ამზადებთ, მაგრამ თუ დეკეულის ან ჩვეულებრივი ძროხის ხორცი უნდა გამოიყენოთ, ჯობია ხორცი წინასწარ ნახევრად მაინც მოხარშოთ. ამის შემდეგ დაამატეთ ხახვი და მწვანილეულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სანამ ხორცი მოიხარშება, ამდენი დუღილით მწვანილების არომატი საგრძნობლად შესუსტდება.

3. ოხრახუში და ნიორი
რატომღაც გავრცელებულია აზრი, რომ ჩაქაფულს ოხრახუში და ნიორი არ სჭირდება. ეს შეცდომაა. ამ 2 ინგრდიენტის დაკლებით თქვენს ჩაქაფულს ბევრ სიკეთეს აკლებთ. ოხრახუშიც ისევე საჭიროა, როგორც ქინძი, ოღონდ თითქმის სამჯერ ნაკლებო ოდენობით. ნიორი კი ახალი უნდა იყოს და შეგიძლიათ მისი მწვანე ღეროც მიაყოლოთ. გამოცდილი მზარეულები ჩაქაფულში წიწმატს, მჟაუნას, კამასა და პიტნასაც იყენებენ.

4. მჭლე ხორცი
უძვლო და ქონის გარეშე აჭრილი ხორცის ნაჭრები ყველაზე ძვირად ფასობს. მყიდველიც ცდილობს, რომ დღესასწაულზე ჩაქაფულისთვის სწორედ ეს უმაღლესი კატეგორიის ხორცი იყიდოს. სინამდვილეში ჩაქაფულს სწორედ ცხიმიანი და ძვლიანი ხორცი უხდება (რა თქმა უნდა, ზომიერად). თუ მაინც უცხიმო ხორცი არჩიეთ, მომზადებისას კარაქი დაუმატეთ.

5. ტყემალი
სააღდგომოდ ტყემალი ახალი შემოსულია. ბევრი ცდილობს, დაკონსერვებულ ტყემალს თავი აარიდოს და ჩაქაფულში აუცილებლად ცოცხალი ტყემალი გამოიყენოს. ცოცხალს მართლაც უკეთესი არომატი აქვს, მაგრამ უნდა შეამოწმოთ, კურკა გამაგრებული აქვს თუ არა. თუ კურკა ჯერ კიდევ რბილია, ხარშვისას ის გაიხსნება და მისი მწარე გემო ჩაქაფულსაც "უკბენს". ამას კი ისევ დაკონსერვებული ტყემალი ჯობია.

6. ღვინო
ზოგი თვლის რომ ღვინო აუცილებელია. ეს მთლად ასე არ არის. ღვინის გარეშეც შეიძლება. ზოგიერთი მზარეულს მიაჩნია, რომ ღვინო მწვანილის არომატს ჩრდილავს. ყოველ შემთხვევაში იცოდეთ, რომ თუ ღვინით მომზადება გნებავთ, ტყემლის რაოდენობა უნდა შეამციროთ, თორემ წვენი ზედმეტად მჟავე გამოვა.

კომენტარები

Მეა 2024-02-14 21:13
Მწვანილებუიდან. Ქინძი, პეტრუშკა, ტარხუნა, მწვანე ხახვი,. Ბოლოს წიწაკა, მარილი მწვანე ტყემალი. Გემრიელად მიირთვი
Maia 2024-02-14 11:25
ახალს ნუ იგონებთ რაა რა ოხრახუში და რა ნიორი
იზა 2024-02-13 23:03
მე კურდᲦლის Ჩაქაფულსაც ვამზადებ Ძალიან მოსწონᲗ
ნანა 2023-09-19 12:37
ჩაქაფულს ყველაზე ძალიან ტარხუნა და ქინძი უხდება,რა თქმა უნდა ტყემალთან ან ალუჩასთან.
მარიამი 2022-10-31 17:32
კამა ნამდვილად ზედმეტია ჩაქაფულში ????

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები