ტყის "ინკუბატორი" - " მეურნე კაცის ხელში ყველა მათგანი გაიხარებს..."

ეროვნული საშენი მეურნეობის სანერგისთვის ტერიტორია 50 წლის წინ გამოიყო სოფელ სართიჭალასთან. სარწყავად სიონის წყალსაცავიდან სამგორის არხით წყალიც მიუშვეს. მოგვიანებით არხიც მოიშალა და სანერგეც... დღეს კი, ამ სანერგეში შესულმა, შვება ვიგრძენი. გარშემო გადაჭიმულია გადაშენების პირას მისული ქართული ფლორის - იფნის, ნეკერჩხლის, ძელქვის, წაბლის, საკმლისა თუ მრავალი სხვა მცენარის ნერგების "პლანტაციები".

რევაზ ბეჟაშვილი, მეურნეობის დირექტორი: - იმდენად მიხარია ამათი ყურება, ყოველდღე თუ არ მოვედი, ვეღარ ვძლებ. თანაც ახალამოსულ ნერგს ჩვილივით მოვლა სჭირდება. თუ დღეს არ ჩამოუარე, არ მორწყე, სარეველა არ შემოაცალე, შეიძლება ხვალ

უკვე გვიანი იყოს. ამ ნერგების გახარება ჩვენი იმედია, რადგან ყველა მათგანს იმ ადგილებში ჩავრგავთ, სადაც ტყეში შესაბამისი ჯიში ნადგურდება. დაახლოებით 20 წელიწადში იმ ადგილას ალბათ ახალი ტყე გვექნება!

დღეს ჩვენი ტყეები სავალალო მდგომარეობაშია - უმეტესობა განადგურებულია, დარჩენილ ნაწილში დაავადებებია მოდებული. მათ შორის ქართული ბზისა და წაბლის კორომებში და ვერაფერს ვშველით. ძვირფასი ბზის ასწლოვანი კორომები ყვითლდება და ხმება, წაბლსაც რაღაც უცნაური დაავადება - წაბლის კიბო შეეყარა - ხე ხმობას კენწეროდან იწყებს და ქვემოთ, ფესვებისკენ მოიწევს. მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთ სიტუაციაში ჯერჯერობით ერთი საშველია - დაავადებული მცენარის ადგილას რაც შეიძლება მეტი იგივე სახეობა უნდა დავრგოთ და გავახაროთ, რის შემდეგაც მცენარე დაავადებისადმი იმუნიტეტს გამოიმუშავებს... ასევე, ფაქტობრივად, განადგურებულია მყარი და საუკუნოვანი ქართული ჯიშები - ძელქვა, მუხა, კაკალი...  განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები